საზოგადოება

პროკურატურა „ბირჟა-მაფიას“ პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალას დაეთანხმება

12.06.17 14:35


თბილისში რამდენიმე დღის წინ დაკავებული რეპ-ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრები საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიკითხნენ, წერია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ ვინაიდან ბრალდებულები სამართალდამცავთა მხრიდან მთელ რიგ კანონდარღვევებზე მიუთითებენ, „პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე“.

ამ ეტაპზე ბრალდებულ მიხეილ მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რაც დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ახალგაზრდების ადვოკატები პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლას მოითხოვდნენ.

როგორც მთავარი პროკურატურა აცხადებს, მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები