საზოგადოება

დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო

12.06.17 15:05


დღიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება და პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.

დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია.

საეკლესიო გადმოცემით, პეტრე-პავლობის მარხვა ჯერ კიდევ მოციქულებმა დააწესეს.

ტრადიციულად იგი სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება.

პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ, ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღე.

წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე სხვა მოციქულთა შორის თავიანთი მოციქულებრივი და მოწამებრივი ღვაწლით გამორჩეული არიან. ამიტომ ეკლესია მათ, როგორც "თავთა მოციქულთა" იხსენიებს. ისინი ქრისტესთან სხვადასხვა გზით მივიდნენ. წმინდა პეტრე მოციქული უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ხოლო წმინდა პავლე მოციქული, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ უფლის უდიდესი მსახური გახდა. წმინდა მოციქულები იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს აღესრულნენ.

წმინდა პეტრე მოციქული თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო წმინდა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები