საზოგადოება

“როგორც გაერო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვეუბნება, სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია”

12.06.17 16:25


დასტური არ გვაქვს, მაგრამ როგორც გაერო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვეუბნება, სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გოდაძემ სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გოდაძემ აღნიშნა, სოსო ოსორაულის კვალი 13 მაისიდან იკარგება.

მისივე ინფორმაციით, ოჯახმა დღეს დეტალური ინფორმაცია მიიღო დაკარგული მფრინავის ადგილსამყოფელის დასადგენად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ასევე მათ გააცნეს სხვადასხვა ფოტო და ვიდეომასალა.

„დასტური არ გვაქვს, მაგრამ როგორც გაერო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვეუბნება, სოსო ოსორაული სავარაუდოდ გარდაცვლილია. რაც საქმეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო, გამოსასყიდზე არ ყოფილა საუბარი. ოჯახის წევრებს შეხვედრაზე ჩვენს ხელთ არსებული ყველა ფოტო-ვიდეო მასალა ვაჩვენეთ”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მეამბოხეებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთ შვეულმფრენს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსორაული მართავდა, რომელიც ტყვედ აიყვანეს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები