პოლიტიკა

ჩუტყვავილამ ქართველ სამხედროებს წვრთნებში მონაწილეობაში ხელი შეუშალა

10.06.16 14:30


საქართველოს შეიარაღებული ძალების მე–12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე მსუბუქი ქვეითი ასეული პოლონეთში ნატოს სამხედრო წვრთნებში „ანაკონდა–2016“ არ მონაწილეობს, რადგან ორი სამხედრო მოსამსახურე ჩუტყვავილით დაავადდა, განაცხადეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურში.

ასეულის ნაცვლად სტუმრის სახით წვრთნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ვახტანგ კაპანაძე ეწვევა, ხოლო დამკვირვებლების სახით – დასავლეთის სარდლობის მეთაური შალვა ჯაბახიძე და აღმოსავლეთ სარდლობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მათიაშვილი. ისინი პოლონეთში 17 ივნისს გაემგზავრებიან.


წვრთნებში, რომელიც 7 ივნისს დაიწყო და 17 ივნისამდე გაგრძელდება, ჩართულია 31 ათასი სამხედრო მოსამსახურე ნატოს 18 ქვეყნიდან და პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (Partnership for Peace) მონაწილე 5 ქვეყნიდან, 3 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები, 105 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 12 გემი. ამოცანები ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაში პოლონეთის რამდენიმე პოლიგონზე ერთდროულად შესრულდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 586


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები