საზოგადოება

თბილისში სხივური თერაპიის ცენტრი გაიხსნა

12.06.17 18:10


თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სხივური თერაპიის ცენტრი გაიხსნა, სადაც პაციენტებს რადიოთერაპიისა და ბირთვული მედიცინის სფეროში მოემსახურებიან.

ახალი ცენტრი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა, რომლის მშენებლობისთვისაც 25 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

აპარატურა, რომლითაც აღჭურვილია ცენტრი, შესაძლებლობას იძლევა ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მაღალეფექტური მკურნალობა. ცენტრი პაციენტებს ასევე სთავაზობს როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ მომსახურებას.

ახალ ცენტრში დასაქმებულია 30-მდე ექიმი, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური გადამზადება ჰოსპიტლის სამედიცინო მართვისათვის მოწვეულია თურქეთის ერთ ერთი წამყვანი კლინიკა (Liv Hospital Ankara), რომლის ექიმები სამედიცინო ფიზიკოსები და ტექნიკოსები არიან. სხივური თერაპიის მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფესორი მერდან ფაიდა – სხივური მედიცინის მიმართულების წამყვანი სპეციალისტი თურქეთის სამედიცინო სფეროში.

კლინიკის მთავარი მიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ იგივე ხარისხის მომსახურება, რასაც ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში მიიიღებენ.

ბირთვული მედიცინა — ერთ-ერთი ინოვაციური მიმართულებაა, სადაც მკურნალობისა და დიაგნოსტირების დროს რაიოაქტიური იზოტოპები გამოიყენება. მათი დახმარებით ექიმებს შეუძლიათ ონკოლოგიური დაავადების გამოვლინება იმ სტადიაზე, როცა მას მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ვერ აფიქსირებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები