საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა გაიყიდა?- ჯანელიძის უწყება მისამართს იცვლის

12.06.17 19:05


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩიტაძის ქუჩიდან, ლეონიძის ქუჩაზე, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადადის, გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ამ საკითხზე უკვე მიღებულია და ოფიციალური განცხადება მიმდინარე კვირაში გაკეთდება.განიხილებოდა საგარეო უწყების ათონელის ქუჩაზე გადასვლაც, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ლეონიძის ქუჩაზე გაკეთდა.

საგარეო უწყების მისამართის შეცვლის მიზეზად, სამინისტროს შენობის ავარიულობა სახელდება, თუმცა არსებობს მოსაზრებაც რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართის შეცვლის მიზეზი შენობის გაყიდვა გახდა. აღნიშნულ თემას კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დიპლომარი ნიკოლოზ ვაშაკიძე:

“საგარეო საქმეთა სამინისტრო გაასუხარეს სასწრაფო წესით. პერსონალს სახანძრო რეჟიმში სხვადასხვა შენობებში შეტენიან. ვინც ვერ დაეტევა, სახლში გააპანღურებენ. თანამშრომლები შოკში არიან. ჩვენს ტვინიკოს ლიბერტარიანელებს მინდა ვკითხო - როგორ მოგწონთ ეს გადაწყვეტილება? ისე, თქვენს სტილშია აი.”- წერს ნიკოლოზ ვაშაკიძე ფეისბუკზე.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები