ანალიტიკა

სომხები საქართველოში სამცხე-ჯავახეთში მორიგ დარტყმას ამზადებენ?

16.06.17 14:10


ჯავახეთის სომეხი სეპარატისტების ლიდერის, სეპარატისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის «ჯავახკის დიასპორა რუსეთში» აგასი არაბიანის შეხვედრამ რუსეთში სასომხეთის ახალ ელჩთან ვარდან ტოგანიანთან 22 მაისს 2017 წ. არ შეიძლება ქართველების აღელვება არ გამოიწვიოს. განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეს შეხვედრა რუსეთის ფედერაციაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელის მიწვევით გაიმართა და მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, თუ რა იდეებს ქადაგებს აგასი არაბიანი და რის მიღწევას ცდილობს ძლიერი სომხური ლობი.

შეგახსენებთ, რომ « ჯავახკის დიასპორა რუსეთში» გახლავთორგანიზაცია, რომელიც სომხური სპეცსამსახურების შექმნილია სპეციალური მიზნით-სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების ხელით შიგნიდან გაანადგურონ საქართველო და ყველა ღონე იხმარონ, რომ სამცხე-ჯავახეთი სასომხეთში შეუერთდეს. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია სრულიად ნათლად და ცალსახად სეპარატისტული მიზნების მქონე აგასი არაბიანი, რომელსაც საქართელოში შემოსვლა აკრძალული აქვს. თუმცა არაბიანი თავადაა რუსეთის პროსომხური ჟურნალ-გაზეთებისხშირი სტუმარი, სადაც ის სისტემატურად ერთსა და იმავე მოწოდებებს აკეთებს სამცხე-ჯავახეთის სასომხეთთან მიერთების თაობაზე.

ამასთანავე, დღეს, აგასი არაბიანის სომხური ლობი და სამცხე-ჯავახეთის სეპარატისტული იატაკქვეშეთი უნდა ჩართონ „სომხური ბლოკადის გარღვევის“ ამოცანის გადასაჭრელად.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თებერვლის მიწურულს სომხურმა სამთავრობო დელეგაციამ პრემიერის კარენ აკარაპეიანის თაოსნობით ნამდვილი შემოსევა განახორციელა თბილისზე და ამ დელეგაციაში სომეხი მინისტრების უმრავლესოვა შედიოდა. სასომხეთის მთავრობა საქართველოსა და ოკუპირებული ქართული სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების გაყვანაზე თანხმობის მიღებას ცდილობდა. თანაც, სომხეთის ხელისუფლება არც აპირებდა შეეცვალა საკუთარი პოზიცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებულ სეპარატიზმთან და ეთნიკურწმენდასთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, ამგვარ კაპიტულაციას საქართველოს ხელისუფლება არ დათანხმდებოდა.

შედეგად კი საქართელოზე ზეწოლა მკვეთრად გაიზარდა რუსეთში არსებული სომხური ლობის წარმომადგენელთა მხრიდან. რუსეთის მთავარი სომხის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვ-კალანტაროვი სპეციალურად და ყოვლად უკანონოდ მთელი ორი დღით ეწვია ოკუპირებულ სოხუმს, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა თეზისები საქართველოსა და აფხაზეთსი გავლით სატრანზიტო მარშრუტების სასომხეთის მიმართულებით გახსნის შესახებ.

მას შემდეგ, რაც აგასი არაბიანის საექპერტო მოსაზრება გავრცელდა, სადაც გარეშე ძალების დახმარებით საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის შეცვლის,უფრო ზუსტად კი, საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაყოფის შეფარული გეგმა იმალებოდა. წარმოგიდგენთ ციტატას მისი ბოლოდროინდელი სტატიიდან „სიცოცხლის გზა“:

«ევროსაბჭოსთან ურთიერთობების დაძაბვის, ალტერნატიული ლოგისტიკისა და ოფიციალური თბილისის მიერ საქართველოს ევროკავშირისაკენ სწრაფვისა და ნატოსკენ დრეიფის ფონზე (მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის აზრი რუსეთის სასარგებლოდ იცვლება), გარდა ამისა თურქეთის გააქტიურებისა აჭარაში, შესაძლოა შეიქმნას ოპტიმალური პირობები ექსპერტების მიერ დიდი ხნის წინ ნაწინასწარმეტყველები სცენარის განვითარებისათვის ეხლანდელი საქართველოს ფედერალურ მოწყობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა ჯავახკის სომხების, მარნეულელი აზერბაიჯანელების, ყაზბეგის ოსებისა და დასავლეთ საქართველოს ინტერესები და უფლებები, რუსეთიდან, აფხაზეთიდან, ალანიის სახელმწიფოდან, სასომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მიღებული ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერით. ირანიდან და სასომხეთიდან დერეფნების სწრაფი ამოქმედება რუსეთისაკენ და შავიზღვისპირეთისაკენ კი ბევრად გააუმჯობესებდა სასომხეთის, ჯავახკის, საქართველოსა და ალანიის ეკონომიკურ მდგომარეობას».

ეხლა კი ჯავახკის სომეხი სეპარატისტების ლიდერი, რომელიც სრულიადაც არ ფარავს თავის გეგმებს საქართველოს განადგურებასთან დაკავშირებით, რუსეთში სასომხეთის ელჩს ხვდება.

თავდაპირველად სომხური მედია, ცდილობდა მიეჩქმალა ამ შეხვედრის ამბავი, ვინაიდან გასაგები, იყო, რომ ამ, შეხვედრაზე განიხილავდნენ ისეთ საკითხებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. რუსეთში სასომხეთის საელჩოს ვებ-გვერდზე ელჩისა და სეპარატისტული ორგანიზაციის ლიდერის შეხვედრის შესახებ თავიდან არანაირი ცნობა არ მოიპოვებოდა. ანუ, სომეხ დიპლომატებს არ სურდათ არაბიანთან შეხვედრისაფიშრება. თუმცა ზოგიერთმა სომეხმა დიპლომატებმა ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მაინც გაავრცელეს, რითაც სომეხი ბლოგერების „კონსპირაციის“ გულშემატკივართა რისხვა მოიწიეს. საიტზე «ნოეს კიდობანი» გამოწვეყნებული ინფორმაციის ქვეშ ერთმა ბლოგერმა სომხურ ენაზე დაწერა, რომ მთელს მსოფლიოს არ უნდა გაეგო სასომხეთის ელჩისა და აგასი არაბიანის შეხვედრის შესახებ, ვინაიდან ამის შესახებ ქართველებიც შეიტყობდნენ...

მოკლედ, მწიფდებოდა საერთაშორისო სკანდალი ამგვარ საიდუმლო, კულისებსმიღმა შეხვედრების თაობაზეერევნის ოფიციალური წარმომადგენლებისა და სეპარატისტ პროვოკატპრთან, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს. შედეგად, პროსომხურ გამოცემაში «Eadaily» როგორც იქნა, გამოაქვეყნეს ინფორმაცია აგასი არაბიანისა და მოსკოვში სასომხეთის ელჩს შორის. ეს ინფორმაცია ამგვარად გავრცელდა:

„სასომხეთმა დაიწყო საქართველოს რეგიონის, სამცხე-ჯავახეთის სომხებით დასახლებული რაიონის მიმართ ინტერესის გამოვლენა (სომხური ინტერპრეტაციით „ჯავახკი“). კერძოდ, რუსეთში სასომხეთის ახალი ელჩივარდან ტოგანიანი 22 მაისსშეხვდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის «რუსეთში ჯავახკის დიასპორა» პრეზიდენტს, აგასი არაბიანს. როგორც ორგანიზაციის პრეს-სამსახური იუწყება, თავდაპირველად აგასი არაბიანმა ვარდან ტოგანიანს რუსეთში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მას რუსეთის ჯავახკის სათვისტომოს, კერძოდ და ზოგადად, სომხური საოზგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობით დაინტერესებისათვის.

„სომხეთმა საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონის - ჯავახკის მიმართ სათანადო ინტერესის გამოხატვა დაიწყო. როგორც „რუსეთის ჯავახკის დიასპორის“ პრეს–სამსახურში განგვიცხადეს, შეხვედრაზე ვარდან ტოგანიანმა ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის «მნიშვნელოვანი როლი აღნიშნა ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციისა და ეროვნულ–კულტურული იდენტობის, რუსეთ–სომხეთის ურთიერთობების გაფართოებისა და გაღრმავების თვალსაზრისით სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში» და განაცხადა, რომ მომავალიც იმედი აქვს იმ საზოგადოებრივი გაერთიანებების აქტიურობისა, რომლებიც რუსეთის სომხობას წარმოადგენენ და მის წინაშე მდგომი მიზნების მისაღწევად ძალისხმევის კონსოლიდაციას ემსახურებიან“.

„სომხეთის ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ ბუნებრივია და შეიძლება, ითქვას, დაგვიანებულიც კი, განსაკუთრებით თურქულ–აზერბაიჯანული ტანდემის რეგიონულ ეკონომიკურ და სამხედრო–პოლიტიკურ პროექტებში საქართველოს სახელმწიფოს მჭიდრო ინტეგრაციის ფონზე. სომხეთის იზოლაციაზე მიმართულ პროექტებში თბილისის ჩართულობის ხარისხი საგრძნობლად იზრდება. საქართველოზე გამავალი რკინიგზა, ნავთობ– და გაზსადენი უკვე გვერდს უვლის სომხეთს. სომხეთის მიმართ თურქეთისა და აზერბაიჯანის დამოკიდებულებისა და ზემო აღნიშნული პროექტების პოლიტიკური მიმართულების გათვალისწინებით, ქართულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლანდშაფტებში ანკარისა და ბაქოს პოზიციების გაძლიერებამ შესაძლოა, ერევნისგან თბილისის დისტანცირება განაპირობოს.

არადა, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა არა მარტო ღრმავდება, არამედ ინსტიტუციონალურ კონტურებს იძენს და ნელ–ნელა სამხედრო სიბრტყეში გადადის.

უკვე რამდენიმე წელია, მოქმედებს სამხედრო წვრთნების სამმხრივი ფორმატი. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მორიგი მოლაპარაკებები გაიმართა 23 მაისს ბათუმში. მეტიც, ივნისსა და სექტემბერში მხარეები მორიგ სამხედრო სწავლებებს გეგმავენ“,– წერს „„Eadaily“.

სტატიის ავტორი სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორ რუბენ საფრასტიანს ესაუბრა, რომელიც თვლის, რომ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობა სომხეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის:

„მოცემული ფორმატი ერევნის იზოლირებას ისახავს მიზნად. მთლიანობაში, თურქეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ამიერკავკასიაში საკუთარი ინტერესების წინ წაწევას და ზემოაღნიშნული სამმხრივი ფორმატი შესანიშნავი პლატფორმაა ანკარის ექსპანსიონის ტურიზმის წრაფებებისთვის. თურქეთი და აზერბაიჯანი, ხატოვნად რომ ვთქვათ, „ჩახუტებით ახრჩობენ“ საქართველოს და სულ უფრო მეტად ავიწროებენ თბილისის ირგვლივ თურქულ–ზერბაიჯანულ გეოპოლიტიკურ წრეს, რითაც თბილისს რეგიონში მანევრირების დერეფანს უსპობენ“.

ამის შემდეგ სტატიის ავტორი პრაქტიკულად პირდაპირ საუბრობს საქართველოში და საქმეებში სომხურ–რუსული ჩარევის აუცილებლობაზე:

„ამ ფონზე ძალზე საინტერესოა ჯავახკის რეგიონის მიმართ სომხეთის ინტერესი რუსეთში ჯავახკური დიასპორისა და სომხეთის საელჩო სარხებით. როგორც ჩანს, სომხეთისა და რუსეთისთვის იზრდება ჯავახკის მნიშვნელობა, სადაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ რუსული ბაზა იდგა და სამომავლოდ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოს ეს სომხურ ენოვანი რეგიონი ამჟამად ერთადერთი სანდო საყრდენი წერტილია, რომელსაც ძალუძს, საქართველოში თურქეთისა და აზერბაიჯანის ინტერესები დააბალანსოს“.

«Eadaily» მასალიდან აშკარაა, რომ სასომხეთი, როსეთის ხელშეწყობით შესაძლოა ჩაერიოს საქართელოს შიდა საქმეებში და შეიარაღებულა აგრესიაზეც კი გადავიდეს, რასაც ახსნის «თურქულ-აზერბაიჯანული გავლენის» წინააღმდეგ თავდაცვით. ამგვარად, სომხური ლობი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება კაპიტულაციამდე ვერ მიიყვანა და სატრანზიტო დერეფნების გაყვანის იდეა ჩაუვარდა, ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველოს გავლით სატრანზიტო დერეფნების გაყვანას ძალისმიერი გზით ეცდება.

სასომხეთს არაფერი აქვს დასაკარგი. სასომხეთის რესპუბლიკის ბლოკადის შენარჩუნება დღევანდელი სახით უკვე უახლოეს მომავალში გამოიწვევს ეკონომიკისა და თავდაცვითი ინსტიტუტის სრულ ნგრევას, რომლის შესანარჩუნებისათვის თანხები არ იარსებებს. ყარაბაღის დეოკუპაციისაკენ სვლა და საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტა ბლოკადის მოხსნის ჩათლით, ერევანს არ სურს. ამიტომ, სომეხი ნაციონალისტები რუსეთში მოპოვებული საკუთარი გავლენის მეშვეობით შეეცდებიან საქართველოში სამხედრო აგრესიის განხორციელებას მისი დაშლის მიზნით.

აქვე უნდა გავითვალიშწინოთ კრემლში გამეფებული ანტიქართული განწყობაც. ამიტომ, რუსეთში შესაძლოა დაიგეგმოს სასომხეთთანერთობლივი სამხედრო ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ და სატრანზიტო დერეფნის გაყვანა განხორციელდეს სამხედრო ძალების გამოყენებით.

სამხედრო აქტივობის საბაბად კი შესაძლოა იქცეს ჯავახკის სომხური მოსახლეობის „შევიწროვება“ ან «გენოციდი» თურქეთსა და აზერბაიჯანის მხრიდან.

სომხებს ნებისმიერ პროვოკაციაზე შეუძლიათ წასვლა. არც 2017 წლის 9 მაისის დემონსტრაციული აღნშვნაა შემთხვევითი საქართველოში, ქალაქ შუშასდაცემის სახსოვრად „არწახის“ დროშებითურთ. ისინი მშვენივრად აცნობიერებდნენ, რომ ამით შესაძლო იყო აზერაიჯანელთა მხრიდან საპასუხო ნეგატიური რეაქცია გამოეწვია, ზუსტად ისე, როგორც ეს ამა წლის 9 მაისს მოსკოვში მოხდა.

აქედან დასკვნა: ჯერ ერთი საქართველოს სახელმწიფომ არც ერთი სომხური ან რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნა არ უნდა დააკმაყოფილოს სატრანსიტო დერეფნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაყვანის საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.

მეორე, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გააძლიეროდ ქმედება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სომხური სეპარატიზმისა და იატაკქვეშა სეპარატისტული საქმიანობის გამოვლინებების წინააღმდეგ.

და ბოლოს, საქართველომ უნდა გააძლიეროს კოორდინაცია სასომხეთის მხრიდან მეგობარი სახელმწიფოების, თურქეთისა და აზერბაიჯანის მისამართით აგრესიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. სამი სახელმწიფოს ერთობლივი წრთვნები საუკეთესო დასტურია იმისა, რომ რეგიონის სახელმწიფოებს შეუძლიათ საკუთარი ძალისხმევა მიმართონ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ.



KavkazPlus

წაკითხულია : 901


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები