პოლიტიკა

პენტაგონში ხიდაშელმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საკითხები განიხილა

10.06.16 17:05


ერთობლივი სამხედრო წვრთნების, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში თავდაცვის მდივნის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ნატოს პოლიტიკის საკითხებში ჯეიმს ტოუნსენდი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფელება და აშშ აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ყოველთვის იყო საინტერესო და „მუდმივად განახლებადი“.

გარდა ამისა, ხიდაშელმა არ გამორიცხა, რომ ახლო მომავალში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების სფეროში ბევრი სიახლეა დაგეგმილი.


მოლაპარაკებების დროს, მხარეებმა ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, რომელიც საქართველოს 2014 წლის უელსის სამიტის შედეგად წარედგინა.

საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას ხელი ვაშინგონში 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა. ქარტიის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით სამუშაო ჯგუფები შეიქმნა.

დოკუმენტი პარტნიორული კავშირების გაფართოებასა და თავდაცვის,მ უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.


აშშ-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში იმყოფება, სადაც ის 1 ივნისს გაემგზავრა ვარშავის სამიტისთვის მომზადების ფარგლებში.

ხიდაშელი უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე ვიქტორია ნულანდს და ასევე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში.

პირველი ქვეყანა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ეწვია, პოლონეთი იყო. ხიდაშელმა 2 ივნისს მონაწილეობა მიიღო ვროცლავის გლობალურ ფორუმში.

ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ტურნეს თინათინ ხიდაშელი ნატოს წევრი-ქვეყნებისა და პარტნიორთა მინისტერიალში მონაწილეობით დაასრულებს, რომელიც ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების დონეზე 14-15 ივნისს ჩატარდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები