ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე - დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს კვალიფიციური მენეჯმენტი ჰყავს

16.06.17 19:45


დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს კვალიფიციური მენეჯმენტი ჰყავს, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშის განხილვისას.

,,პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დოკუმენტი საინტერესო ფორმატით არის წარმოდგენილი და გასული წლებისგან განსხვავებით უფრო სიღრმისეულად და ფართოდაა გაანალიზებული მთელი რიგი საკითხები“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძის აზრით, პარლამენტის წინაშე წარდგენილ ანგარიშში განხილული, გაანალიზებული და შეფასებულია ქვეყნის ეკონომიკისათვის და საფინანო სექტორისათვის არც თუ იოლი გასული წლის მანძილზე ეროვნული ბანკის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტი.

ძირითადი აქცენტი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკაზეა კონცენტრირებული.

თუმცა, პროფესიულად და სიღრმისეულად არის წარმოჩენილი მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის, ეგზოგენური ფაქტორების როლი ჩვენი ეკონომიკის ყველაზე სენსიტიურ, საბანკო სეგმენტის ფუნქციონირებაზე.

,,დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს ჰყავს კვალიფიციური მენეჯმენტი კობა გვენეტაძის ხელმძღვანელობით, ეროვნული ბანკის საქმიანობაში კი არის სიახლეები და პოზიტიური ასპექტები, საქმიანობის გაუმჯობესების სურვილი და პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს არამარტო საბანკო სექტორის მდგრადობაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართულებითაც“, - განაცხადა კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ კოლეგებს მიმართა წინადადებით საქართველოს პარლამენტის მიერ მოწონებული და დამტკიცებული იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის საქმიანობის ანგარიში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები