პოლიტიკა

პარლამენტი დღეს საარჩევნო სისტემის ”გერმანულ მოდელზე” აღარ იმსჯელებს

10.06.16 17:45


საარჩევნო სისტემის “გერმანულ მოდელთან” დაკავშირებით პარლამენტში დღეს პლენარულ სესიაზე განხილვა არ გაიმართება. როგორც,,რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა სესიის დაწყებისას განაცხადა, იმის გამო, რომ დღევანდელ სხდომას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ ესწრებიან, ისინი დღის წესრიგიდან ხსნიან საარჩევნო სისტემის ”გერმანული მოდელის” განხილვას.

,,სხდომის დაწყებამდე ველოდებით ,,რესპუბლიკელები“ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ან მოფრინავენ ქუთაისისკენ ან მოჯირითობენ ფეხმარდი ცხენებით. მოკლედ, ისინი არ მოდიან.

ეს ძალიან სამწუხაროა. მოკლედ, ,,ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს სამართლიანი საარჩევნო სისტემის მიღების შესაძლებლობაზე. კაცი კარავშია ოდესაში, ეტყობა, იმის მძევლები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები. ამიტომ დღევანდელი დღის წესრიგიდან ვხსნით ამ საკითხს და გადავა მომდევნო სხდომის დღის წესრიგში“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები