საზოგადოება

"დეკანოზის ოჯახის წევრების განცხადებები უწმინდესისთვის შეურაცხმყოფელია" - მამა მიქაელ ბოტკოველი

19.06.17 22:25


დაკავებული დეკანოზის ოჯახის წევრების მხრიდან ილია მეორესთან შეხვედრის მოთხოვნას ეხმაურება საპატრიარქოს მდივანი. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებს, რომ დაკავებული სასულიერო პირის ოჯახის წევრების განცხადებები შეურაცხმყოფელია.

,,საპატრიარქოსთვის და მისი უწმინდესობისთვის ეს განცხადებები შეურაცხმყოფელია. მით უმეტეს მსგავსი კადნიერი საუბარი მრევლის მხრიდან, მამა გიორგის ოჯახის წევრებისგან აბსოლუტურად მიუღებელია. პატრიარქთან შეხვედრა ორიოდე კვირის წინ იყო ჩანიშნული, თუმცა მაშინაც ულტიმატუმებით საუბრობდნენ ადვოკატებთან ერთად უნდოდათ შეხვედრა, რასაც არ დავეთანხმეთ, ახლა ოჯახის წევრები შეხვედრას ადვოკატების გარეშე ითხოვენ. მისმა უწმინდესობამ მიზანშეწონილად ჩათვალეს შეხვდეს მამა გიორგი მამალაძის ოჯახს"- განუცხადა "ნიუპოსტს" პატრიარქის მდივანმა.

მისი თქმით, უწმინდესი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს, 13:00 საათზე მიიღებს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები