საზოგადოება

სოხუმში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 1 ადამიანი

20.06.17 14:40


სოხუმში აფეთქება მოხდა, ადგილოობრივი მედიის ცნობით ასაფეთქებელი მოწყობილობა კალმიკოვის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოში ამოქმედდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი და დაზიანდა მიმდებარე კორპუსები. დაზარალებული, რომელმაც აფეთქების ნამსხვრევებისაგან ქვედა კიდურებში მძიმე დაზიანებები მიიღო საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

შემთხვევა გუშინ ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები. აფეთქების მიზეზებზე და ვერსიებზე ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები