საზოგადოება

ძლიერი წვიმის შედეგად, დედაქალაქში ეზოები და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები დაიტბორა

20.06.17 15:45


საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წვიმის გამო, თბილისის მასშტაბით, წუხელ 25-მდე შეტყობინება დაფიქსირდა.

როგორც “კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას ძირითადად, ეზოები და სადარბაზოები დაუტბორა. ამ ეტაპზე, ყველა პრობლემა აღმოფხვრილია და ვითარება სტაბილურია.

”შეტყობინებები ძირითადად, იყო დიდუბე-ჩუღურეთიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და ვაკე-საბურთალოდან. დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები, არ არიან დაშავებულები. ამ ეტაპზე, ვითარება სტაბილურია. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოვახდინეთ. ჩვენი სამაშველო ჯგუფები დროულად გავიდნენ და განახორციელეს სამაშველო სამუშაოები. ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლირებადია”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები