პოლიტიკა

ზბიგნევ კუზმიუკი - რუსეთის ფედერაცია უკრაინასა და საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს

29.04.21 10:30


რუსეთის ფედერაცია უკრაინასა და საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ზბიგნევ კუზმიუკმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

 

„რუსეთის ფედერაცია უკრაინასა და საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს, კლავს ხალხს და ტერიტორიების ანექსირებას ახორციელებს. ევროკავშირის მხრიდან გამოყენებული სანქციები კი მათი ქმედებების აღსაკვეთად საკმაოდ მცირეა”, – განაცხადა ზბიგნევ კუზმიუკმა.

 

ევროპარლამენტარის თქმით, მეტის მისაღწევად საჭიროა, ევროგაერთიანებამ უარი თქვას რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტზე.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები