პოლიტიკა

რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს კოსმოსში იარაღის განთავსების აკრძალვის შესახებ ვეტო დაადო

25.04.24 10:00


რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს კოსმოსში იარაღის, მათ შორის ბირთვული იარაღის, გავრცელების წინააღმდეგ, ვეტო დაადო, - ინფორმაციას უკრაინული მედია გაერო-ში ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელზე, სერგეი კისლიცაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კისლიცას ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან ცამეტმა მხარი დაუჭირა იაპონიისა და შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ჩინეთმა თავი შეიკავა, წინააღმდეგი კი მხოლოდ რუსეთი წავიდა.

 

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, „ყველა სახელმწიფომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კოსმოსური პოტენციალის მქონე სახელმწიფოებმა, აქტიურად უნდა შეუწყონ ხელი კოსმოსის მშვიდობიანი გამოყენების მიზნის მიღწევას და კოსმოსში შეიარაღების რბოლის პრევენციას“.

 

გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დოკუმენტის პროექტზე ვეტოს დადება, შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ მოსკოვი რაღაცას მალავს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები