პოლიტიკა

ნიკა მელიას საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის გირაოსთან დაკავშირებით ხვალ გახდება ცნობილი

03.05.21 16:00


დათანხმდება თუ არა ნიკა მელია ევროკავშირის მიერ მისი გირაოს გადახდის წინადადებას, ხვალ გახდება ცნობილი. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გადაწყვეტილება რუსთავის ციხეში თავის ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

„ტექნიკურად რა იქნება, ამას გავიგებთ ხვალ, ადვოკატების მეშვეობით. მაგრამ პრინციპულად და პოლიტიკურად გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც სწორი და საჭირო იქნება ოპოზიციური ერთობისთვის. ის განიხილავს ყველა ვერსიას, რაც მის ირგვლივ არის. ის აფასებს ევროკავშირის მიერ გადადგმულ ნაბიჯს და გაკეთებულ შეთავაზებას“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ხვედელიანმა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა.

გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები