პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამნისტია საჭიროა იმისთვის, რომ დასრულდეს 20 ივნისის, როგორც პოლარიზების ინსტრუმენტის გამოყენება

10.05.21 16:20


ამნისტია საჭიროა არა ნიკა მელიასთვის, არამედ - იმისთვის, რომ დასრულდეს 20 ივნისის, როგორც პოლარიზების ინსტრუმენტის გამოყენება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლით დასრულდება იმასთან დაკავშირებული ფარსი, რომ თითქოს, ის იყო პოლიტიკური პატიმარი იყო.

 

„ნიკა მელიას გამოსვლით დასრულდება ფარსი, იმასთან დაკავშირებული, თითქოს ის პოლიტიკური პატიმარი იყო. თუმცა არ დასრულდება მეორე საკითხი, რომელიც ეხება 20 ივნისსა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეფასებას და ამიტომ არის ამნისტია საჭირო. ამნისტია საჭიროა არა ნიკა მელიასთვის, არამედ - იმისთვის, რომ დასრულდეს 20 ივნისის, როგორც პოლარიზების ინსტრუმენტის გამოყენება საზოგადოებაში, პოლიტიკურ პარტიებს შორის, მედიაში და ა.შ. და გავიხედოთ წინ.

სწორედ ამის ინსტრუმენტია ამნისტია და ჩვენ გვინდა, რომ ეს ინსტრუმენტი განვახორციელოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები