პოლიტიკა

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ევროკავშირის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა იქნება

10.06.21 11:00


ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი აცხადებს, რომ აშშ-ევროკავშირის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორების – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა იქნება.

 

ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

სესიაზე „დიდი შვიდეულისა“ და აშშ-ევროკავშირის სამიტებისთვის მომზადების საკითხი განიხილებოდა.

 

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ-სთან განხილული იქნება კრიტიკული გეოპოლიტიკური გამოწვევები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერა, დასავლეთ ბალკანეთში ერთობლივი ჩართულობის გაძლიერება, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში სტაბილურობის უზრუნველყოფა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები