პოლიტიკა

გიგი წერეთელი - ის ინიციატივა, რომელიც არის პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით, არ უწყობს ხელს პოლიტიკურ შეთანხმებას

10.06.21 17:40


ის ინიციატივა, რომელიც არის პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებიც იყო შეთანხმებაში, იმ მოწოდებებს და რეკომენდაციებს, რომელიც ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ისედაც, არანაირად არ უწყობს ხელს პოლიტიკურ შეთანხმებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მან პარლამენტში შესულ ოპოზიციას მოუწოდა, რომ აღნიშნულ საკითხზე ქმედითად იბრძოლონ.

 

„ის ინიციატივა, რომელიც არის პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით და ითვალისწინებს იმას, რომ კონკრეტულ პარტიას შეუწყდეს კონკრეტული პირობების გამო დაფინანსება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებიც იყო შეთანხმებაში, იმ მოწოდებებს და რეკომენდაციებს, რომელიც ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ისედაც არანაირად არ უწყობს ხელს პოლიტიკურ შეთანხმებას, არის პირდაპირ მოწოდებული იმისთვის, რომ კონკრეტული პარტია ამ შემთხვევაში „ლეიბორისტული პარტია“ დასაჯოს. მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეხება „ევროპულ საქართველოს“ ან სხვა პარტიებს, მე მინდა ყველას ვთხოვო დღეს ვინც არის პარლამენტში, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, რომ მათ შესვლამდე აწუხებდათ ეს საკითხი და ვფიქრობ, ახლაც უნდა აწუხებდეთ და ძალიან ქმედითად უნდა იბრძოლონ, გარდა იმისა, რომ კონკრეტული კრიტიკული განცხადებები გააკეთონ“, - განაცხადა წერეთელმა.

 

ცნობისთვის, დღევანდელი პლენარული სხდომის მთავარი საკითხი საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები