პოლიტიკა
21.07.21 12:00
საქართველოსა და რეგიონისთვის სწავლების მნიშვნელობის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა სწავლების მასშტაბებსა და სიახლეებზე, ასევე პარტნიორობისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, რასაც მსგავსი სახის წვრთნები ემსახურება.
საინფორმაციო ბრიფინგზე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მონაწილე ქვეყნების სამხედრო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებაზე, კოორდინაციის გაზრდასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ნდობის ხარისხის გაძლიერებაზე ისაუბრა. სიტყვით გამოვიდა ასევე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, რომელმაც საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე პარტნიორობასა და საქართველოს თავდაცვის ძალების გაზრდილ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. სწავლების მიზნის, ამოცანების, სასწავლო რაიონების, მონაწილე ქვეყნების, ტექნიკისა და აღჭურვილობის, ასევე სწავლებაში ჩართული ქვედანაყოფების შესახებ პრეზენტაცია კი, სწავლების ხელმძღვანელმა, დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ წარმოადგინა.
საინფორმაციო ბრიფინგს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ. არმიჰოლში მოწვეული იყვნენ ასევე, იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც სწავლების მოსამზადებელი ეტაპის უზრუნველყოფაში თავდაცვის უწყებას მხარდაჭერას უწევენ.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit წელს საქართველო უკვე მეათედ უმასპინძლებს. Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.
წყარო : /www.ipress.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24