პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს აგრძელებენ

21.09.21 14:40


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

 

პარტიის ლიდერები დღეს ოზურგეთში, გურიის რეგიონში მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

 

შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისსა და ზუგდიდში. „ქართული ოცნების“ ლიდერები შეხვედრებს გამართავენ ასევე ბათუმსა და ამბროლაურში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები