საზოგადოება

სუს-ი - ვინაიდან „თავისუფალი ზონის“ წევრები რამდენჯერმე დაკითხვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადნენ, მიღებული იქნა მათ იძულებით მოყვანაზე სასამართლოს განჩინება

06.10.16 17:00


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ „თავისუფალი ზონის“ წევრები - მარიამ ბაშარული და და ვაჟა მორგოშია დაკითხვაზე იძულების წესით გადაჰყავთ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ვინაიდან ბაშარული და მორგოშია რამდენჯერმე დაკითხვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ, მიიღეს მოწმის სახით მათი საგამოძიებო უწყებაში იძულებით მიყვანის შესახებ სასამართლოს განჩინება.

„თავისუფალი ზონის“ წევრები - მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია ოფიციალური გამოძახების მიუხედავად, რამდენჯერმე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადნენ საგამოძიებო დანაყოფში, რის გამოც მიღებული იქნა სასამართლოს განჩინება იძულებით მოყვანაზე მოწმის სახით დაკითხვის მიზნით“, - განაცხადეს სუს-ში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები