პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პატივს მივაგებთ იმ სამხედროებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას

30.04.24 13:07


პატივს მივაგებთ იმ სამხედროებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას, ყოველთვის გვემახსოვრება მათი სიმამაცე და თავგანწირვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე გამოსვლისას.

 

„თავდაცვის ძალების დღეს პატივს მივაგებთ იმ სამხედროებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს მეუღლეებს - თქვენი შვილები, თქვენი მამები, თქვენი მეუღლეები გმირები და პატრიოტები არიან. მათი გმირობით დგას დღეს საქართველო დამოუკიდებელ, თავისუფალ სახელმწიფოდ. ყოველთვის გვემახსოვრება მათი სიმამაცე და თავგანწირვა.


პატივცემულო სამხედრო მოსამსახურეებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს, ვამაყობ თქვენით და წარმატებას გისურვებთ თქვენ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. საქართველო იყო, არის და იქნება ჩვენი საყვარელი საფიცარი სახელი, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

imedinews

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები