პოლიტიკა

რომან გოცირიძე ბანერებზე - ახლა ვინმე სულელს სჯერა, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების" გაკეთებული?! - არ არის მოსახლეობა ბრიყვი

21.09.21 15:40


წინა არჩევნებზე ასეთი ბანერები „პატრიოტთა ალიანსს" გააკვრევინეს და თვითონ ხელები დაიბანეს, ახლა ვინმე სულელს სჯერა, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების" გაკეთებული?!- არ არის მოსახლეობა ბრიყვი, ესენი არიან ბრიყვები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც დედაქალაქში გამოკრულ ბანერებს გამოეხმაურა, სადაც რამდენიმე ოპოზიციონერია გამოსახული წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს".

 

მისივე თქმით, კომპანია, რომელმაც ბანერები განათავსა, „ქართულ ოცნებას" არის დაქვემდებარებული.

 

„თვალნათელია, როგორ პოლიტიკურ გარემოში მიდის არჩევნები, როგორი არათანაბარია პირობები. ამაზე ის საშინელი ბანერებიც მოწმობს, რომელიც დაკიდეს, წინასაარჩევნო პერიოდი მიდის დაშინების, ძალადობის ფონზე, სუს-ი და ადმინისტრაციული რესურსები კვლავ ჩართულია, ამომრჩეველთა შანტაჟი ხდება, „შავი ფული“ მიედინება „ქართული ოცნების" ყულაბაში. რაც მთავარია, სიძულვილის კამპანიას ეწევიან, ამ ანტივაქსერულ ქვეყანაში რომ სულელურ და საშინელ პლაკატებს კიდებ, არ ხარ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ყველაფერზე მიდიან, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ. კომპანიამ არადამაჯერებელი განცხადება გააკეთა, იყო შეთანხმება, რომ ბანერები წლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო და იქნა შეცვლილი, ბუნებრივია, ის კომპანია, რომელმაც ეს ბანერები განათავსა, ხელისუფლებას არის პირდაპირ დაქვემდებარებული. წინა არჩევნებზე ეს ბანერები „პატრიოტთა ალიანსს გააკვრევინეს და თვითონ ხელები დაიბანეს, ახლა ვინმე სულელს სჯერა, რომ ეს ვიღაც მიხეილ გაბრიაძემ დაკიდა და ეს არ არის „ქართული ოცნების" გაკეთებული. არ არის მოსახლეობა ბრიყვი, როგორც ამათ ჰგონიათ, ესენი არიან ბრიყვები,"- განაცხადა გოცირიძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები