ანალიტიკა

ბაქოს VIII გლობალური ფორუმი: აზერბაიჯანი და საქართველო წარმატებით ხვდებიან ჩვენი დროის გამოწვევებს

10.11.21 18:35


სამხრეთ კავკასიის ქვეყნები უპირველეს ყოვლისა კი აზერბაიჯანი და საქართველო მრავალი თვალსაზრისით არიან ნიმუშები იმისა, თუ როგორ შეუძლიათ რეგიონულ სახელმწიფოებს წარმატებით გაუმკლავდნენ ჩვენი დროის გამოწვევებს და დაეხმარონ დანარჩენ კაცობრიობას გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლაში. სწორედ ეს არის პირველივე დღეების დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ თემაზე „მსოფლიო COVID-19-ის შემდეგ“ გლობალურ ფორუმთან დაკავშირებით, რომელიც ბაქოში გაიხსნა 2021 წლის 4 ნოემბერს, ნიზამ გიანჯევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის უშუალო ხელშეწყობით.

 

საქართველოსთვის მოგეხსენებათ COVID-19-ის პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა. თუმცა, მიუხედავად პანდემიის გამოწვევებისა საქართველომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სატრანზიტო მარშრუტებს, ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას გაეგრძელებინა საიმედო ფუნქციონირება. შემთხვევითი არც ის არის, რომ გლობალური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა  გაზრდილ მნიშვნელობას სატრანზიტო პროექტებისა, რომლებიც მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის მშენებლობის დასრულების ჩათვლით:

 

„2020 წლის 31 დეკემბერს ექსპლუატაციაში შევიდა ამ პროექტის დასკვნითი სეგმენტი, ტრანსადრიატიკის მილსადენი. ეს ნამდვილად ისტორიული მიღწევაა აზერბაიჯანისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და ევროპისთვის, რადგან ეს არის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. ეს არის დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. რაც შეეხება სამხრეთ გაზის დერეფანს, საუბარია არა მხოლოდ მარშრუტების, არამედ წყაროების დივერსიფიკაციაზეც. ბუნებრივი აირის ახალი წყარო, რომელიც  აზერბაიჯანში გაზის დიდ მარაგზეა დამყარებული, უკვე ევროპის ბაზარზეა. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ ათი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანმა ამ მარშრუტით 14 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი გაიტანა ხუთ ქვეყანაში - თურქეთში, საქართველოში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში. ამ მოცულობის თითქმის ნახევარი ევროკავშირის მომხმარებლებმა გამოიყენეს. აზერბაიჯანული გაზით მომარაგებულ ქვეყნებში არც გაზის კრიზისია და არც ფასების კრიზისი და არავინ იყინება“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ცალკე შეეხო 44-დღიან ომს, აზერბაიჯანის ყარაბაღის დეოკუპაციას და ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის კარი ღიაა სომხეთთან დიალოგისა და სამშვიდობო შეთანხმებისთვის: "მიუხედავად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე  განცდილი ტანჯვისა, ვანდალურობისა და ბარბაროსობისა, რომლებიც 30-წლიან ოკუპაციას ახლდა თან,   აზერბაიჯანი მაქსიმალურად ინარჩუნებს კონსტრუქციულობას. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რეგიონის უსაფრთხოება, პროგნოზირებადობა და მზადყოფნა ფართომასშტაბიანი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

 

თუმცა, გლობალური ფორუმის მთავარი თემა იყო COVID-19 პანდემიასთან დაპირისპირება. ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანში პანდემიის გამოწვევის ფონზე შედარებით მოკლე დროში, გაიხსნა 13 ახალი საჯარო საავადმყოფო, რომლებშიც საწოლების საერთო რაოდენობა თითქმის 4000-ს შეადგენს, ხოლო პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყო 46 საჯარო საავადმყოფო. დღეს აზერბაიჯანში იზოლაცია არ არსებობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

 

„აზერბაიჯანმა გლობალური მასშტაბით ძალიან აქტიური ნაბიჯები გადადგა. ჩვენი, როგორც თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარისა და არგაერთიანების მოძრაობის თავმჯდომარის ინიციატივით გასული წლის აპრილსა და მაისში ჩატარდა ორივე ორგანიზაციის სპეციალური სამიტი, რომელიც ეძღვნებოდა COVID-ს.

 

არგაერთიანების მოძრაობის სამიტზე გამოვედით  გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიის ჩატარების ინიციატივით, რომელიც მიეძღვნა COVID-ს, ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა საერთაშორისო საზოგადოების აბსოლუტურმა  უმრავლესობას და რიგგარეშე სესია გაიმართა გასული წლის 3 და 4 დეკემბერს.

 

ეს იყო ჩვენი წვლილი გლობალური საკითხების განხილვაში. ამავდროულად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წამოვწიეთ ვაქცინების თანაბარი და საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და მათი სამართლიანი განაწილების ინიციატივა“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა..

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა, რომელმაც მოგვიანებით ისაუბრა ფორუმზე ვიდეო ბმულის საშუალებით  ასევე აღნიშნა:

 

"ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ვუზრუნველყოთ თანაბარი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა  და მე მადლიერებას გამოვთქვამ აერბაიჯანის პრეზიდენტის მიმართ იმისათვის, რომ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და როგორც არგაერთიანების  თავმჯდომარემ, გამოვიდა ინიციატივით სხვა ქვეყნებისთის ვაქცინების გაზიარების თაობაზე."

 

თავის ვიდეომიმართვაში ლატვიის პრეზიდენტმა ეგლის ლევიტსმა უმაღლესი შეფასება მისცა აზერბაიჯანის ინიციატივებს COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გლობალურ მობილიზაციაში. ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა: „მივესალმები აზერბაიჯანს, რომელიც კორონავირუსის საპასუხოდ, ინიციატივით გამოვიდა  გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიის 2020 წლის დეკემბერში ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს ღონისძიება შესანიშნავი მაგალითია გაეროს პლატფორმის მართვისა გლობალური ძალისხმევის მობილიზებისათვის  პანდემიის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს გაეროში გასულ წელს ლატვიის რეგიონთაშორისი განცხადების მხარდაჭერისთვის COVID-19-ის კონტექსტში, ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

 

ბაქოში გამართულ გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის ელჩი აზერბაიჯანში ფილიპ ბარკლეი, რომელმაც წაიკითხა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ფორუმზე გაგზავნილი მიმართვის ტექსტი, სადაც  კერძოდ აღინიშნა:

 

„გაერთიანებული სამეფო აგრძელებს მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე პოსტკონფლიქტური პრობლემების გადაწყვეტას, მხარდაჭერას კავკასიის რეგიონში.

 

მე მაფრთხობს ცნობები ნაღმების და აუფეთქებელი ჭურვების აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაჭრის შესახებ. გაერთიანებულ სამეფოში ჩვენ - მთავრობაც და ბრიტანული კომპანიებიც - წვლილი შეგვაქვს ამ პრობლემების გადაჭრაში, მხარს ვუჭერთ რა  აზერბაიჯანის განაღმვის ეროვნული  პროგრამისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ნაღმსაწინააღმდეგო ქმედებებს, ნაღმების რისკისა და საკუთარი მსოფლიო დონის გამოცდილების შეთავაზების შესახებ.

 

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს რეგიონის ყველა სახელმწიფოს, უპირველეს ყოვლისა, გადადგას ნაბიჯები შესაბამისი შეთანხმებების, კერძოდ ნაღმების აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისთვის“.

 

დიდი ბრიტანეთის მიერ მკაფიოდ გამოხატულ პოზიციასთან მიმართებაში დანაღმული ტერიტორიების  საკითხთან დაკავშირებით,  ყურადღება უნდა მიექცეს სომხეთის უწყვეტ დესტრუქციულ პოლიტიკას, რომელსაც არ სურს აზერბაიჯანს გადასცეს ადრე ოკუპირებული და განთავისუფლებული აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაღმების  რუქები 44-დღიანი ომის მსვლელობისას . ეს ნათლად გვიჩვენებს, თუ რომელი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში პრობლემებისა და კონფლიქტების მთავარი წყარო.

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელით საუბრისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ასევე ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას და იმასაც, რომ ქვეყნისთვის პანდემიასთან ბრძოლის რთულ პერიოდში აზერბაიჯანმა  შეძლო ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ოკუპირებული მიწების დაბრუნება და ამჟამად დგება სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და მათი მეზობლების თანამშრომლობის ახალი ეტაპი:

 

„ჩვენ შეგვიძლია შემდგომშიც განვავითაროთ ჩვენი რეგიონალური თანამშრომლობა სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთს, რუსეთსა და ირანს შორის და აქ ჩავრთოთ კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ქვეყნები. ამისთვის გაგვაჩნია  შესაძლებლობებიც და ინფრასტრუქტურაც. კერძოდ, სწორედ ამ თვალსაზრისით მომზადდა ისეთი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთ გაზის დერეფანი, TANAP, TAP.  ისინი არ ეხება ერთ რომელიმე ქვეყანას, არამედ ეს არის პროექტები, რომლებსაც ერთობლივად გამოიყენებენ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები.

ამ კუთხით, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესება, მეგობრობის განმტკიცება, მტრობის შემცირება“, - გადმოსცა ბინალი ილდირიმმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვები.

 

ამგვარად, მიუხედავად  Covid-19-ის პანდემიის მიერ  მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებული დარტყმებისა, სამხრეთ კავკასიის ჩათვლით, რეგიონის ქვეყნებს შეუძლიათ მომავლისკენ იმედიანად ყურება და ახალი პროექტების განვითარება  გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, კერძოდ ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.  ამ საკითხში კიდევ უფრო გაიზარდა აზერბაიჯანისა და საქართველოს, როგორც რეგიონის სატრანზიტო ქვეყნების როლი.

 

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები