პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოცემულობა არ არსებობს

24.11.21 12:00


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოცემულობა არ არსებობს.

 

„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე აიღო 47%, ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეორე ჩვენს ელექტორატში არის ამ პარტიის მხარდამჭერი. არანაირი მოცემულობა ვადამდელი არჩევნებისა არ არის. შესაბამისად, უახლოესი არჩევნები, რომელიც იქნება, ესაა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2024 წელს გაიმართება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები