ანალიტიკა
28.11.21 22:50
მეტად სიმბოლურია, რომ წელიწადზე მეტი გავიდა იმ 44-დღიანი ომიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რომელმაც დაასრულა სომხეთის მიერ აზერბაიჯანული ყარაბაღის ოკუპაცია და ადგილი, სადაც სომხური ნაციონალისტური პროექტი „არცახი“ ნამსხვრევებად იქცა, თავისი არსით „რუსეთის სომხური დედაქალაქი“ - სოჭი იყო. ისტორიულად, სხვათა შორის, ქართული ქალაქია („სოჭი“ ქართულიდან ითარგმნება როგორც „ნაძვი“). თუმცა, დღეს დიდ სოჭში განსაკუთრებით ოკუპირებული საქართველოს აფხაზეთის მომიჯნავე რეგიონებში, მოსახლეობაში ჭარბობენ სომხები და რუსეთის ფედერაციის ამ მთავარი საკურორტო ქალაქის ეკონომიკაში და ბიზნესში მათი დომინირება აბსოლუტურია.
სწორედ ამ ქალაქში 2021 წლის 26 ნოემბერს გაიმართა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა, რის შემდეგაც ხელი მოეწერა საბოლოო დეკლარაციას:
დეკლარაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის შექმნა „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მხარეთა მოთხოვნით რუსეთის ფედერაციის საკონსულტაციო მხარდაჭერით“. ეს ნიშნავს, რომ სომხეთი დათანხმდა „არცახის“ გარეშე დაუბრუნდეს თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.
სოჭში ფაქტობრივად მთლიანად განეიტრალდა „ყარაბაღის სტატუსის“ თემა, ეუთოს მინსკის ჯგუფი, „კონფლიქტი“ - ყველა ის კითხვა, რაზეც სომეხ ნაციონალისტებს სურთ ისაუბრონ. ასევე, სიტყვაც არ თქმულა სომეხ „ომის ტყვეებზე“ და ა.შ... შემოიფარგლნენ მხოლოდ უამრავი „ჰუმანიტარული საკითხების“ ზოგადი ფორმულირებით, დანაღმული ველების რუქების პრობლემების ჩათვლით. ნიკოლ ფაშინიანის პრეტენზია სოჭში აზერბაიჯანის მიერ სავარაუდო „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციის“ შესახებ არ იქნა შესმენილი და ჩაწერილი. ნიკოლ ფაშინიანს არაორაზროვნად მიანიშნეს, რომ აუცილებლად უნდა განხორციელდეს შარშანდელი შეთანხმებები, მათ შორის დერეფნების ნაწილში.
შემთხვევითი არაა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში გამოთქმა „სატრანსპორტო დერეფნები“ გამოიყენა. განცხადებაში საუბარია „კონკრეტული პროექტების“ რაც შეიძლება სწრაფად დაწყების აუცილებლობაზე, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის მიზნებიდან გამომდინარე - და აქ საუბარია სწორედ ზანგეზურის დერეფანზე. მიღწეულია შეთანხმებები საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციების გახსნაზე და როგორც ჩანს მათი განხორციელება უახლოესი მომავლის საკითხია.
თუ სოჭის შეხვედრის შედეგებს „დიდი გეოპოლიტიკის“ თვალსაზრისით შევხედავთ, მაშინ ეს არის აზერბაიჯანის ბრწყინვალე გამარჯვება „დიპლომატიურ ველზე“ და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე გასული წლის სამხედრო გამარჯვება.
საიდუმლოს სულაც არ წარმოადგენს ის, რომ თავდაპირველად სომეხი ნაციონალისტები იმედოვნებდნენ საკუთარი ინტერესებისთვის „საბრძოლო მუშტად“ გამოეყენებინათ დიდწილად მათივე ლობის მიერ კონტროლირებადი რუსეთი.
სოჭის შემდეგ კი აშკარა გახდა, რომ რუსეთი, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონოდა სომხურ ლობს მოსკოვსა და სოჭში, იმოქმედებდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესებიდან გამომდინარე სწორედ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
სწორედ სომეხმა ნაციონალისტებმა „ჩაითრიეს“ რუსეთი ასეთ მდგომარეობაში. ერთი კარგი რუსული ანდაზა არსებობს "ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო". სომეხი ნაციონალისტების გადაჭარბებულმა მადამ განაპირობა ის, რომ მათ ერთდროულად წამოიწყეს ორი „პროექტი“: ყარაბაღის აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს სეპარატისტული დაშლა „სომხური აფხაზეთის“ შექმნის მიზნით. შედეგად, საქართველომ სომხეთსა და რუსეთს გადაუკეტა „სამხედრო გზა“ და ყველა სამხედრო ავანტიურა რუსული სამხედრო ძალის გამოყენებით სომხეთის ინტერესებისთვის ვერ განხორციელდება.
გარდა ამისა, სომხურმა ლობიმ მოახერხა რუსეთის უკრაინასთან ავანტიურაში ჩათრევა და მისი ტერიტორიული ცვლილება, რამაც რუსეთის ფედერაციისთვის შექმნა არა მხოლოდ კიდევ ერთი ფრონტი დონბასში, არამედ გამოიწვია დასავლეთის ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება რუსეთის ნებისმიერი სამხედრო საქმიანობის მიმართ სამხრეთ კავკასიაში.
შედეგად, იმისათის, რომ როგორმე შეინარჩუნოს თავისი გავლენა რუსეთი იმყოფება ისეთ „შესაძლებლობების დერეფანში“, სადაც მას მხოლოდ კომუნიკაციების განბლოკვასა და მშვიდობის დამყარებას შეუძლია ხელი შეუწყოს საკუთარი, მათ შორის ეკონომიკური ინტერესებისთვის. თურქეთი ხომ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია და რუსეთს სამხრეთ კავკასიის (იგივე ზანგეზურის დერეფნის) გავლით ამ ქვეყანაში „სახმელეთო წვდომა“ სჭირდება.
სომხური ლობი თავისი ნაციონალისტური პროექტებით „არცახთან“ დაკავშირებით „გავარდა“ და ეს საკმაოდ ნათლად აჩვენა სოჭის შეხვედრამ.
სომხეთის „აფხაზური პროექტი“ ასევე ახლოსაა კრახთან, თუმცა რა თქმა უნდა ამაზე სოჭში საუბარი არ ყოფილა. ფაქტია, რომ პირველად სამხრეთ კავკასიაში რუსეთი „დანებდა“ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დამყარების ხელშეწყობის სასარგებლოდ. თუმცა, მთავარი გადაუჭრელი საკითხი ამ სფეროში არის საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის, მათ შორის მის აფხაზურ და ოსურ მონაკვეთებზე. და მას შემდეგ, რაც სომხეთი და აზერბაიჯანი მოაგვარებენ სასაზღვრო საკითხებს და განბლოკავენ კომუნიკაციებს, იგი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ამიტომ, აფხაზეთის დეოკუპაციისა და აქ საქართველოს იურისდიქციის აღდგენის საკითხი აუცილებლად დადგება.
Kavkazplus
წაკითხულია : 586
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24