პოლიტიკა
03.12.21 17:20
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს უსმენენ, მინისტრსა და სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მუზეუმების საკითხზე თეა წულუკიანის საუბარს მოჰყვა.
„ჩვენ ხელოვნების მუზეუმს არ ვანგრევთ. დღეს ვინც ყვირის, ხელოვნების მუზეუმი არ დაანგრიოო, სწორედ ისინი ანგრევდნენ, როდესაც მე და ჩემისთანები მოვიღერებდით რუპორს და კულტურის სამინისტროს წინ ვმართავდით საპროტესტო აქციებს. ყვირიან, თურმე ჩვენ ვიღაცას ვაწამებთ და სიძულვილის ენით ვლაპარაკობთ. ვინც აუპატიურებდა პატიმარს, არის გამაუპატიურებელი, ვინც კლავდა, არის მკვლელი და ა.შ. ერთ-ერთი ახლა გალიიდან გველაპარაკება. ეს სიძულვილის ენაა ალბათ, მაგრამ ვერ ვხედავ ამაში ვერავითარ პრობლემას, ქალბატონო სალომე. რომელ პარტიას წარმოადგენდით და ზევით რატომ აინაცვლეთ, ესეც ძალიან საინტერესო იქნება, მე დავთმობ ამ დროს, ამ ჩემს პასუხში თქვენი მდგომარეობის განსახილველად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანს სხდომათა დარბაზიდან ირაკლი ალასანიას პარტიაში ყოფნის პერიოდი შეახსენა. რაზეც თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანია კაცის მკვლელი არ ყოფილა არასდროს.
„ქალბატონო სალომე, არ ისმის თქვენი ხმა და მე დაგეხმარებით. ქალბატონი სალომე ამბობს თავისი სოპრანოთი, თუ რა ხმაა, არ ვიცი, ვერ გაგზომეთ და გაგზომავთ მომავალში. იქნებ, დაგასაქმოთ კიდეც. ირაკლი ალასანია კაცის მკვლელი არ ყოფილა არასდროს, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
16:4008.08.22
-
16:2008.08.22
-
16:0008.08.22
-
15:4008.08.22
-
სააკაშვილის ხელისუფლებაც სულ 8 აგვისტოს ასახელებდა ომის დაწყების დღეს - დავით ზურაბიშვილი
15:2008.08.22
-
15:0008.08.22
-
14:4008.08.22
-
14:2008.08.22
-
14:0008.08.22
-
სავიზო რეჟიმის საკითხი განხილული უნდა იყოს – გახარია რუსეთის მოქალაქეებზე
13:3008.08.22
-
13:0008.08.22
-
დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომზე - „პოლიტიკა შეცდომებს არ გვპატიობს“
12:4008.08.22
-
12:2008.08.22
-
12:0008.08.22
-
11:4008.08.22
-
11:2008.08.22
-
ენტონი ბლინკენი - აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
11:0008.08.22
-
10:4008.08.22
-
„ქედს ვიხრი“ - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე
10:2008.08.22
-
10:0008.08.22
-
დიახ, ბოლო 2 საუკუნეა, ჩვენი ეროვნულობა თავის თავში მოიცავს ანტირუსობას – უგულავა
18:0005.08.22
-
17:3005.08.22
-
სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა
17:0005.08.22
-
რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობა: "სიცოცხლის გზა" სეპარატიზმის მხარდაჭერაზე უარის სანაცვლოდ
16:3005.08.22
-
16:0005.08.22
-
თორნიკე რიჟვაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ალექსანდერ ვინიკოვს შეხვდა
15:3005.08.22
-
15:0005.08.22
-
14:3005.08.22
-
14:0005.08.22
-
13:3005.08.22
-
13:0005.08.22
-
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას ყარაბაღში ახალი სიმაღლეები დაიკავა
12:3005.08.22
-
საქართველოს ეროვნული არქივი ახალი საარქივო დოკუმენტებით შეივსო
12:0005.08.22
-
11:3005.08.22
-
11:0005.08.22
-
10:4005.08.22