პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს და ღირებულებებს, მისი ისტორია ნათლად ადასტურებს საქართველოს ევროპულ არჩევანს

14.01.22 10:00


პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

 

როგორც შალვა პაპუაშვილი მისალოც განცხადებაში აღნიშნავს, უძველესი ხუთჯვრიანი დროშის ისტორია ნათლად ადასტურებს საქართველოს ევროპულ არჩევანს.

 

„სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის ამ უმთავრესმა სიმბოლომ შეაკავშირა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი; ვისთვისაც საქართველოს წინსვლა და განვითარება უპირველესი პრიორიტეტია.

 

უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს და ღირებულებებს. მისი ისტორია ნათლად ადასტურებს საქართველოს ევროპულ არჩევანს.

 

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ქართველი ხალხის მიერ მტკიცედ გამოხატული ნების შესასრულებლად და უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - ქართული დროშა აღიმართება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით - იქ, სადაც არის მისი ბუნებრივი ადგილი“, - ნათქვამია მისალოც განცხადებაში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები