ანალიტიკა

სომხეთისა და რუსეთის ლოგისტიკური კატასტროფა... ზანგეზურის დერეფანი როგორც მისი მასშტაბების შემცირების შანსი

20.04.22 10:15


სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მოსკოვში ვიზიტს წინ უძღოდა ერევანში ზანგეზურის დერეფნის საკითხის აქტიური განხილვა. რევანშისტები და მგზნებარე სომეხი ნაციონალისტები, ჩვეულებისამებრ  ამ დერეფნის წინააღმდეგი არიან. აიძულეს რა გაეთვალისწინებინა ეს განწყობები, ნიკოლ ფაშინიანი აყვა კიდეც მათ „თამაშს“. კერძოდ, კითხვაზე რეალობად იქცევა თუ არა აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული „ზანგეზურის დერეფნის“ იდეა, ექნება თუ არა სომხეთს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, მან უპასუხა „დიახ“ და რევანშისტულმა მედიამ ეს იმგვარად გააშუქა, თითქოს ფაშინიანი ზანგეზურის დერეფნის წინააღმდეგი ყოფილიყო.

 

დღეს თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ ფაშინიანის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის მთავარი თემა ზანგეზურის დერეფანია. შეშლილ ნაციონალისტებს თუ არ ჩავთვით რეალობა ისაა, რომ დღევანდელ ვითარებაში ზანგეზურის დერეფნის წინააღმდეგ ვერც ერთი გონიერი სომეხი პოლიტიკოსი ვერ გამოვა. ვინაიდან საუბარია სომხეთის რესპუბლიკის ბანალურ გადარჩენაზე.

 

თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური სფერო, რომ ავიღოთ კომუნიკაციების განბლოკვის გარეშე სომხეთი ვეღარ იარსებებს. სომხეთის ეკონომიკა მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთზე, ქვეყანას არ აქვს გავლებული უშუალო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაცია არა მხოლოდ „სუბსიდირებდა“ სომხეთის ეკონომიკას, არამედ თავადვე ფარავდა მისი გადაჭარბებული ამბიციების გამო "დაბლოკილ" მოკავშირის მიწოდების ლოგისტიკურ ხარჯებს.

 

უკრაინის ომისთვის გაღებული გადაჭარბებული ხარჯების და სანქციების შედეგების ფონზე, რუსეთს აღარ აქვს სახსრები სომხეთის სუბსიდირებისთვის. თავად სომხეთი ფულს ვეღარ შოულობს და თვითკმარიც ვერ არის. ზემო ლარსის  გადატვირთული გზის გავლით მიტანილი ნებისმიერი პროდუქტის ღირებულება მკვეთრად იზრდება, ღარიბი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის მეტისმეტად ძვირდება. ეს იმის მიუხედავად, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ  საერთაშორისო იზოლაციის გამო, თავად რუსეთში უზარმაზარი პრობლემები იქმნება ამ საქონელთან დაკავშირებით.

 

ისეთი ლოგისტიკური პრობლემების მქონე ქვეყანაში, როგორიც დღეს სომხეთია შეუძლებელია საექსპორტო საქონლის ეფექტური წარმოება. იმავდროულად, სანქციების უღელქვეშ მოქცეული რუსეთი წყვეტს სომხური ოჯახების „გამოკვებას“.

სომხებს, რომლებიც რუსეთში არიან სამუშაოდ წასულნი, სახსრები არ ყოფნით რუსეთის ფედერაციაში გადარჩენისთვის და არ გააჩნიათ ფული  ერევნის ან გიუმრის მიმართულებით ძვირადღირებული  ავიაბილეთების შესაძენად. სომხეთში ნათესავებისთვის ფულის გადარიცხვაზე უკვე აღარც არის საუბარი. ბევრი სომეხი რუსეთის ფედერაციიდან ბრუნდება სომხეთში, ფაქტობრივად სიღარიბესა  და სანახევრო შიმშილის მდგომარეობაში საცხოვრებლად, რადგან სომხეთში უმუშევრობის ისედაც მწვავე პრობლემა კიდევ უფრო აუტანელი გახდა.

 

არავითარი სხვა გამოსავალი, გარდა აზერბაიჯანთან და თურქეთთან საზღვრის განბლოკვისა სომხეთს არ აქვს და ვერც ექნება. მაგრამ რუსეთი, მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან და ფაქტობრივ ბლოკადასთან დაკავშირებით, დღეს თავს ვერ გაიტანს სრულფასოვანი „დერეფნის“ გარეშე სამხრეთ კავკასიის გავლით თურქეთამდე. ანუ რუსეთისთვის ზანგეზურის დერეფნის საკითხი თანდათან ქვეყნის გადარჩენის მნიშვნელობას იძენს და ეს გადაჭარბებული ნათქვამი სულაც არ არის.

 

დავიწყოთ იმით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა აგრესიამ რუსეთისთვის ნამდვილი „ლოგისტიკური კატასტროფა“ გამოიწვია. დასავლეთისკენ სახმელეთო მარშრუტები მთლიანად გადაკეტილია, რადგან ევროკავშირის ქვეყნებმა დააწესეს შეზღუდვები რუსული და ბელორუსული სატვირთო მანქანების შემოსვლაზე, შეჩერებულია სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლა პოლონეთის, ბალტიის ქვეყნებისა და ფინეთის გავლით. დაბლოკილია საზღვაო გადაზიდვებიც. შედეგად, ბალტიის და შავი ზღვების რუსული პორტები მკვეთრად ამცირებენ ტვირთების გადაზიდვის მოცულობას.

 

ფაქტობრივად, დასავლეთის მიმართულებით ერთგვარი „ლოგისტიკური ჩიხის“ გამო, თუკი რაიმე „სარკმელი“ მაინც არ იქნა გაჭრილი, რუსეთი იქცევა ჩინეთის სრულიად დამოკიდებულ „ნედლეულ დანართად“. ყოველივე ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის თუნდაც წარმოსახვითი „თანასწორობის“ ფონზე პეკინი დაინტერესებული იყო დასავლეთისკენ მიმავალი სახმელეთო გზებით რუსეთის ტერიტორიის გავლით, დღესდღეობით რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორებს ვერ სთავაზობს ამგვარ გზებს. ორმხრივ ურთიერთობებში კი მოსკოვის „გავლენა და დამოუკიდებლობა“ მკვეთრად იკლებს. დღეს ჩინეთს ესმის, რომ რუსეთს შეიძლება „დასჭირდეს“ და მისგან ნედლეული თითქმის გროშებად გამოითხოვოს, ხოლო ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს მოკლებული რუსეთის ფედერაცია იძულებული იქნება შეასრულოს „მოკავშირის“ თითქმის ულტიმატუმის ტოლფასი პირობები.

 

შედეგად გამოდის, რომ სწორედ აზერბაიჯანი და თურქეთი შეიძენენ „სარკმლის“ ფუნქციას, რომლითაც რუსეთს შეუძლია „გასვლა“ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში. ხოლო ყველაზე იაფი და ეფექტური სარკინიგზო ლოჯისტიკის ორგანიზება შეუძლებელია სწორედ ზანგეზურის დერეფნის მეშვეობით. 

 

რეალობა ასეთია: ზანგეზურის დერეფანს რეალურად მხარს უჭერენ კრემლიც და ფაშინიანის მთავრობაც, ვისთვისაც ის ფაქტიურად „სიცოცხლის გზად“ იქცევა. ერთი მუჭა მარგინალური ტერორისტები, რევანშისტები და შეუმდგარი "არცახელი" სეპარატისტები კი ამის წინააღმდეგნი არიან. დაიჯერებენ თუ არა მათსას გონიერი ადამიანები, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები