პოლიტიკა
12.05.22 18:00
ოპოზიციონერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანით, სააკაშვილის მდგომარეობა არ მოგვარდება. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, სააკაშვილის მდგომარეობა სხვა დონის მკურნალობას მოითხოვს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.
„ამით მისი პრობლემა არ დასრულებულა. მაინტერესებდა და სხვა ექიმებსაც ვკითხე მოსაზრებები, პატარა ქალაქია თბილისი და სამედიცინო სფეროში ყველა ყველას იცნობს და დაახლოებით ვიცით სიტუაცია. ყველა ერთხმად ამბობს, რომ მისი მდგომარეობა მოითხოვს სხვა დონის მკურნალობას, ამიტომ ის უნდა იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ კლინიკაში. ასევე, ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ძალიან კარგად, რომ სააკაშვილთან მიმართებით არანაირი სამართლიანობის აღდგენა არ ხდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
გარდა ამისა, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია სუსტია და მათი ქმედებების გამო ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა.
„სამწუხაროდ, ჩვენ ოპოზიციონერები ძალიან სუსტად გამოვიყურებით. ჩვენი ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ანუ ჩვენ ვერ შევთავაზეთ საზოგადოებას ისეთი იდეა და ისეთი ერთიანობა, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნეს იმაში, რომ 101-ედ კიდევ უნდა გამოვიდეს ქუჩაში და არ დაიშალოს, ვერ შევთავაზეთ და ვერ დავარწმუნეთ, იმიტომ, რომ ხან ამას ვიძახით, ხან იმას ვიძახით, ხან პარლამენტში შევედით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა, რომ არა პარლამენტში ჩემი კოლეგების სიმაღლის მიხედვით შელაგება, დღეს ჩვენ გვექნებოდა ვადამდელი არჩევნები და დღეს რომ საქართველოს ჰყავდეს კოალიციური მთავრობა, გაცილებით სხვა ადგილზე ვიქნებოდით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24