პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

23.06.22 17:30


საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილე იოვიტა ნელიუპშიენეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აქტიურ დინამიკაზე და შემდგომი ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

 

ამასთან, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ ლიეტუვის ბიზნესს წრეებისა და კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს.

 

იოვიტა ნელიუპშიენეს განცხადებით, ლიეტუვის მხარე აქტიურად მუშაობს საქართველოში სხვადასხვა სფეროს ინვესტირებისთვის, რადგან საქართველო მათთვის მიმზიდველი ქვეყანაა. მან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

 

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები