პოლიტიკა

„საჭიროა პოლიტიკური ერთობა და რამდენიმე რეფორმის განხორციელება“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

24.06.22 11:00


„საქართველომ მიიღო პერსპექტივა - ეს არის სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, პერსპექტივის მიცემა, სერიოზული ნაბიჯია ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

 

„ჩემი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი გახლავთ უზარმაზარი სურვილის ხაზგასმა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი. ეს არის ძალიან ძლიერი სტიმული ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველომ მიიღო პერსპექტივა - ეს არის სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. პირველად ხდება რომ მიღწეულია ეს ეტაპი. თქვენ ძლიერი ეკონომიკა გაგაჩნიათ, ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი, ამჟამად საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია. ამასთან, საჭიროა პოლიტიკური ერთობა და საზოგადოების ჩართულობა, მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით, შემდეგი ნაბიჯი კი უკვე მიღწევადია“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. 

 

ცნობისთვის, 23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები