პოლიტიკა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ

28.06.22 11:00


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტისა და სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრები თბილისში იმყოფებიან. ისინი დღეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.

 

სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წევრები შეხვედრებს გამართავენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, ასევე დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებთან.

 

საუბარი შეეხება ქვეყნის მტავარ გამოწვევებს, ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს და ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები