ანალიტიკა

მედვედევი საქართველოსა და ყაზახეთს არსებობის უფლებას ართმევს?

04.08.22 11:00


2022 წლის 2 აგვისტოს ღამეს ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერის, ახლა კი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე, 2022 წლის 2 აგვისტოს ღამით გამოჩნდა შემდეგი  შინაარსის პოსტი:

 

“...არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მომხდარი საბედისწერო შეცდომა გამოსწორდება, აღარასოდეს იქნება სუვერენიტეტის აღლუმები და რომლებიც ოდესღაც ერთიან და ძლიერ საბჭოთა კავშირში იყვნენ გაერთიანებულები კვლავ ერთად იცხოვრებენ მეგობრულად და ურთიერთგაგებაში.  და ამისთვის არც ძალისხმევას დავზოგავთ და არც საშუალებებს. და ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ გზაზე სვლა. ნაციონალისტების ბანდებისაგან კიევის და პატარა რუსეთის მთელი ტერიტორიის განთავისუფლების შემდეგ, რომლებიც მათ მიერ გამოგონილ  უკრაინიზმს ქადაგებენ, რუსეთი კვლავ გახდება ერთიანი, ძლიერი და უძლეველი, ისევე როგორც ათასი წლის წინ ძველი რუსული სახელმწიფოს დღეებში. ამის შემდეგ, მოსკოვის ერთიანი მმართველობის ქვეშ, სლავური ხალხით სათავეში,  ჩვენ მომდევნო ლაშქრობას შევუდგებით ჩვენი სამშობლოს საზღვრების აღსადგენად, რომელიც მოგეხსენებათ უსასრულოა.

 

ჩვენგან წაღებული ყველა მიწა ჩვენი წინაპრების სისხლით იყო მორწყული და საუკუნეების მანძილზე მრავალრიცხოვან ბრძოლაში დაპყრობილი. ჩვენ არ ვაპირებთ ისინი ვინმეს დავუთმოთ. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიამდე ეს ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა და 1801 წელს ხუთი დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტისგან შედგებოდა: ქართლი და კახეთი დედაქალაქით ტფილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისით, ორი სამთავრო - სამეგრელო და გურია შავი ზღვის სანაპიროზე, სვანეთის სამთავრო მთიან რაიონებში. 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, ის დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა და „ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“. ამავე პოსტის თანახმად, ყაზახეთი „ხელოვნური სახელმწიფო“ და რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც „რუსების გენოციდია“ და „სანამ იქ რუსები არ მივლენ  წესრიგი არ იქნება“.

 

საქართველო რუსეთისკენ ილტვოდა, რადგან ესმოდა, რომ ის იყო მისი ერთადერთი მოკავშირე მუსულმანური სახელმწიფოების საკმაოდ მტრულ გარემოში. ახლა კი იგივე ამბავი მეორდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიების გაერთიანება მხოლოდ რუსეთთან საერთო სახელმწიფოს ფარგლებშია შესაძლებელი. კიდევ ერთი მაგალითი ისტორიიდან, XVI საუკუნის დასაწყისში რუსებმა დააარსეს პირველი დასახლებები ჩრდილოეთ ყაზახეთის ველურ მიწებზე. სამი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა რუსების მიერ ამ ტერიტორიის კოლონიზაციის პროცესი, რომლის განსაკუთრებული იმპულსი იყო ციმბირის რკინიგზის გახსნა და სტოლიპინის აგრარული რეფორმა. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჩრდილოეთ ყაზახეთის მოსახლეობის 62,5% სლავები იყვნენ.. ყაზახეთი „ხელოვნური სახელმწიფო“ და რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, მაგალითად ქალაქები გურიევი, სემიპალატინსკი, თუნდაც ალმა-ატას 1924 წლამდე ვერნი ერქვა. მოგვიანებით ყაზახეთის მთავრობამ ამ ტერიტორიებზე სხვა ეთნოსების ჩასახლება დაიწყო, რაც შეიძლება შეფასდეს როგორც რუსების გენოციდი. და არ ვაპირებთ ამაზე თვალი დავხუჭოთ. სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება...».

 

აქ დაწერილია ერთგვარი „ნეოიმპერიული მანიფესტი“, რომლის თანახმად მთელ ერებს, განსაკუთრებით კი ქართველებსა და ყაზახებს, უარს ეუბნებიან სახელმწიფოებრიობის უფლებაზე. ასევე, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ცალსახად არის მითითებული მიზანი - „წინ, გამარჯვებამდე“, ე.ი. უკრაინის სრულ აღებამდე.

 

 ადვილი მისახვედრია, რომ ეს არის სეპარატიზმის პროპაგანდის პოსტლოგიკური გაგრძელება, რომელსაც სომხური ლობი ახორციელებს იმავე რუსეთის ფედერაციაში და მისი მეხუთე კოლონის მეშვეობით სხვა ქვეყნებში. ყაზახეთის დეკლარირებული გეგმები ფაქტობრივად არის მარგარიტა სიმონიანისა და მისი მეუღლის ტიგრან კეოსაიანის ქსენოფობიური განცხადებებისა და პირდაპირი მუქარის გაგრძელება.

 

ამასთან, ამ გეგმების ფონზე უკვე „გამოყენებული სეპარატისტების“ ბედი შესაშური სულაც ჩანს. გამოცხადდა, რომ „ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია“ გაერთიანდება „რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“. შემთხვევითი არ არის, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი აფხაზეთთან ერთად არის მოხსენიებული მათი სტატუსის მითითების გარეშე, მაგრამ მათი სტატუსის გამოცნობა შეიძლება იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის ნაწილია. ანუ  არც ერთი „დამოუკიდებელი აფხაზეთი“ და თუნდაც ეროვნული ავტონომიები, რისი იმედიც სეპარატისტების მიერ მოტყუებულ აფხაზებს აქვთ, არ არის გათვალისწინებული. მხოლოდ სრული ანექსია და შესვლა რუსეთში. ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯს კრემლი ჩვენს თვალწინ დგამს, ბიჭვინთი თავისთვის მიაქვს, აფხაზებს არც კი ეკითხება.

 

გულუბრყვილო სეპარატისტებს კიდევ სჯეროდათ, რომ ქართველი ძმების განდევნით შეძლებდნენ აფხაზების ეთნიკური ბატონობის აღდგენას აფხაზეთში. მაგრამ მედვედევის პოსტში ნათლად არის ნათქვამი, რა ბედი ეწევა რუსეთის ახალ იმპერიაში შემავალ ტერიტორიებს - დემოგრაფიული ბალანსის იძულებით ცვლილებას და მიუთითებს, მაგალითად, რუსების სტოლიპინის ყაზახეთში ჩასახლებაზე. ეს სიკეთედ არის გამოცხადებული.

 

და პირიქით, მედვედევი ყაზახების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას „გენოციდად“ აცხადებს. უნდა გვესმოდეს, რომ "სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის რესპუბლიკაში განსახლება" სავარაუდოდ ნიშნავს ორალმანთა, ძირითადად იმ ყაზახების შთამომავლების დაბრუნებას, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ მშობლიური მიწა, გაქცეულიყვნენ საშინელი შიმშილით 1932-1933 წლებში. მედვედევი რატომღაც არ ახსენებს ყაზახების ნამდვილი გენოციდის ამ აქტს. ანუ მუჰაჯირთა შთამომავლები აფხაზეთში აღარ დაბრუნდებიან, მაგრამ მისი დემოგრაფიული ბალანსი უკვე იცვლება სომხების მასობრივი განსახლებით, რომლებიც უკვე აფხაზებსაც აჭარბებენ რაოდენობაში. ,აფხაზეთის ანექსიით ეს პროცესი „ახალი იმპერიის“ ფარგლებში კიდევ უფრო მძაფრდება.

 

მართალია, გამოჩენიდან 10 წუთში წაიშალა პოსტი, სადაც საქართველო და ყაზახეთი "ხელოვნურ სახელმწიფოებად" არიან გამოცხადებული და გამოაცხადეს, რომ ვითომ "გატეხეს" დიმიტრი მედვედევის კონტაქტის ანგარიში. მაგრამ ტელეგრამის არხი General SVR, რომელიც კარგად იყო ინფორმირებული კრემლის "სამზარეულოს" შესახებ, დაწერა, რომ ნამდვილად არ ჰქონია ადგილი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ოფიციალური ანგარიშების გატეხვას:

 

“რამდენიმე დღის წინ პუტინის სახელით მედვედევს მიეცა „წინადადება“ მოამზადოს რადიკალური ტექსტი სოციალურ ქსელებში გამოსაქვეყნებლად სსრკ-ს ხელახალი შექმნისა და უსამართლო სტატუს კვოს თემაზე, რომელიც აკრიტიკებდა არამეგობრულ მეზობლებს. ტექსტი მზად იყო და გუშინ დილით დასამტკიცებლად წარედგინა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სადაც პრეზიდენტის სახელით დამკვეთად მოქმედებდა კირიენკო. თითქმის მაშინვე, ტექსტი დამტკიცდა რედაქტირების გარეშე. ერთადერთი რაზეც არ შეთანხმდნენ, იყო გამოქვეყნების თარიღი. რატომ გაჩნდა ტექსტი ისე, რომ მასთან კავშირი არ გამოჩენილიყო, ეს მედვედევისა და მისი თანაშემწეების მისამართით დასმული კითხვებია. თავად მედვედევი უკვე წუხს, რომ პრეზიდენტის გარემოცვაში ინტრიგების მსხვერპლი გახდა და ყველაფერში კირიენკოს და მის შვილს ადანაშაულებს, რომელიც პირდაპირ კავშირშია VK-სთან, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, პოსტი მედვედევმა გამოაქვეყნა, დანარჩენი კი არის "თავის დაძვრენის" მცდელობა და პრობლემის გამართლება კომუნიკაციაში."”- წერს «General SVR».

 

საქმე გვაქვს საკმაოდ რეალური გეგმების გამოცხადებასთან, რომელსაც იზიარებს კრემლის ხელმძღვანელობის ნაწილი მაინც და რომლებიც რუსეთის ფედერაციის ლიდერისთვის „უცხო არ არის“. რატომ იქნა სასწრაფოდ ამოღებული მედვედევის პოსტი, თავადაც მშენივრად მიხვდებით.

 

ფაქტია, რომ სწორედ 2022 წლის 2 აგვისტოს მოხდა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების მაქსიმალური გამწვავება ტაივანის გარშემო.  ამ მომენტში ჩნდება რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის პოსტი, სადაც ნათლად წერია, რომ რუსეთის ფედერაცია აპირებს სრულად აიღოს კონტროლი ჩინეთიდან დასავლეთის ალტერნატიულ გზაზე ყაზახეთისა და საქართველოს გავლით. ანუ რუსეთს შეეძლო თითქმის მაშინვე შეერთებოდა გლობალურ კონფლიქტურ „თამაშს“, რამაც კიდევ უფრო გაართულა და არია სიტუაცია.

 

გარკვეულმა ძალებმა, როგორც ჩანს გადაწყვიტეს, რომ „ეს მეტისმეტია“ და პოსტი მოხსნეს. მაგრამ რუსეთის ფედერაციის გეგმები ყაზახეთთან და საქართველოსთან დაკავშირებით და ზოგადად, მეზობლების მიმართ ექსპანსიასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად  გამოცხადდა: „ჩვენ მომდევნო ლაშქრობას შევუდგებით ჩვენი სამშობლოს საზღვრების აღსადგენად, რომელიც  მოგეხსენებათ  უსასრულოა".

 

ვინ არის დიმიტრი მედვედევი და რისი უნარი აქვს საქართველოში კარგად ახსოვს. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის დროს, რომელიც დასრულდა რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციაში, სწორედ დიმიტრი მედვედევი იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. სწორედ მან აღიარა არა მხოლოდ სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებლობა“, არამედ ყოველმხრივ არწმუნებდა „რუსეთის მოკავშირეებს" იგივეს გაკეთებაში. მისმა ზეწოლამ ამ საკითხში ბელორუსის პრეზიდენტზე ალექსანდრე ლუკაშენკოზე თითქმის გამოიწვია ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ ერთი გამწვავება. სხვათა შორის, მედვედევის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ გაცილებით ნაკლები სანქციები გამოიწვია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ვიდრე პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ესეც ფიქრის მიზეზია.

 

არსებობს მოსაზრება, რომ დიმიტრი მედვედევი თავისთავად არაფერს წყვეტს - მაგრამ არის "ფარი" რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინისთვის - მაგრამ ეს, სავარაუდოდ მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. კრემლსა და გლობალურ შეზღუდვებს შორის „კომუნიკაციების“ სფეროში, დიმიტრი მედვედევის როლი ყოველთვის ძალიან დიდი იყო. დღეს დიმიტრი მედვედევი, რომელიც შეგახსენებთ  2020 წლის იანვრამდე იყო რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი, იკავებს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს და არა უკანასკნელი კრემლის ოფიციალურ იერარქიაში.

 

დიმიტრი მედვედევი ამ სავარძელში „დროულად“ გადავიდა „კორონავირუსის ეპოპეის“ დასაწყისში. იმ მომენტში, პრემიერ-მინისტრის ოფიციალურად საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკარგვის შემდეგ, მედვედევმა მაინც დაამტკიცა, რომ იყო გლობალური სტრუქტურების თანმიმდევრული ლობისტი, პირველი რუსეთში, ფაქტობრივად, რომელიც გამოვიდა სავალდებულო ვაქცინაციის ინიციატივით.

 

აქ, ერთი შეხედვით არის წინააღმდეგობა დიმიტრი მედვედევის დღევანდელ „რუსულ-ვაი-პატრიოტულ რიტორიკას“ შორის. თუმცა თუ ყურადღებით გააანალიზებთ მის საქმიანობას და გამოსვლებს, მაშინ ყველაფერი ლოგიკურად გამოდის.

 

ანუ ის, რასაც დიმიტრი მედვედევი ავრცელებს ყოველთვის არ არის  "კრემლის კოშკების" "სურვილი. ეს შეიძლება იყოს აგრეთვე ზენაციონალური სტრუქტურების გეგმები, რომლებიც ფიგურალურად, რომ ვთქვათ, „ჰყოფს სამყაროს“. თუ ვივარაუდებთ, რომ ამ სტრუქტურებმა გადაწყვიტეს ეროვნული სახელმწიფოების აღმოფხვრის შემდეგ კაცობრიობა ერთგვარ „გლობალურ საკონცენტრაციო ბანაკში“ გადაიყვანონ, მაშინ  ეროვნული სახელმწიფოების ლიკვიდაციისას, რატომ არ დაგვერქმია მის ერთ-ერთ ბარაკისათვის „დიდი რუსეთი“ და  ეს "რუსეთის იმპერიის" აღორძინების ფსევდო-სლოგანებით თუ სსრკ -2?

 

შესაძლებელია თუ არა მსგავსი გეგმების განხორციელება, ეს სხვა საკითხია. მაგრამ მედვედევის პოსტი სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, მაშინაც კი თუ მას ამ დროისთვის დიპლომატიურად ასახელებენ და აცხადებენ, რომ ეს არის "საიტის გატეხვის" შედეგი. უფრო მეტიც, კრემლი ახლა აწარმოებს ომს „სახელმწიფოს განადგურების მიზნით“ უკრაინის წინააღმდეგ.

 

პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით პოსტი მთავრდება სიტყვებით „სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ დამყარდება“. ანუ  კრემლი  დიდი ალბათობით მიზანმიმართულად გააღვივებს ომებს, შიდა კონფლიქტებს და არასტაბილურობას, რათა შემდეგ მოვიდეს და ტერიტორიების ანექსია და „წესრიგი“ დაამყაროს.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 712


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები