საზოგადოება

ქარელის მუნიციპალიტეტში მანქანა ველოსიპედით მიმავალ ბავშვს დაეჯახა

09.08.22 14:20


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში მანქანა 12 წლის მოზარდს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

 

შემთხვევა გუშინ, 8 აგვისტოს მოხდა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

 

შსს-ში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ ინფორმაციას დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება და რა მუხლით.

 

Qartli.ge-სთან სოფლის რწმუნებული აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო, თუმცა სხვა დეტალები მისთვის უცნობია:

 

„ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა სოფელში, პოლიციელებმა გამოძიება დაიწყეს, სხვას ცერაფერს გეტყვით“ – ამბობს რწმუნებული Qartli.ge-სთან.

 

გამოცემა წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი საციხური-აბანოს გზაზე მოძრაობდა რა დროსაც მანქანის სარკე ველოსიპედს მოედო, მოზარდი წაიქცა და მძიმე ტრავმა თავის არეში მიიღო.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები