ეკონომიკა
26.08.22 17:30
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სუჰ ბიონსუს და ეროვნული ასამბლეის დეპუტატებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა დელეგაციის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკოტურისტული და აგროტურისტული შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ოთარ შამუგიამ პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება.
შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ სოფლის მეურნეობის ადგილობრივი წარმოების იმ პროდუქციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც განსაკუთრებული საექსპორტო პოტენციალი აქვს და ხაზგასმით აღნიშნა ქართული ღვინის, როგორც მთავარი საექსპორტო პროდუქტის მნიშვნელობის საკითხი.
მინისტრმა კორეის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს გამოფენის „ექსპო-2030“ კორეაში გამართვასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, მხარს დაუჭერს კორეის რესპუბლიკის ქ. ბუსანის კანდიდატურას, World Expo 2030 მასპინძელ ქვეყანათა შესარჩევ ეტაპზე.
სუჰ ბიონსუმ მხარდაჭერისთვის ოთარ შამუგიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული ღვინო კორეის რესპუბლიკაში მზარდი პოპულარობით გამოირჩევა, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კორეის ბაზარზე სტრატეგიული მარკეტინგული აქტივობების განხორციელება აქტიურად 2019 წლიდან დაიწყო. 2019 და 2022 წლებში, ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს კორეის ღვინის და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაში „Seoul Wine and Expo“. ასევე აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 25-28 აგვისტოს ჩათვლით, კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ღონისძიებაზე „Daejeon International Wine Festival 2022“ ქართული ღვინოა წარმოდგენილი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24