მსოფლიო

სომხეთის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა აზერბაიჯანელებთან შედარებით 4-ჯერ მეტია

15.05.23 14:00


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობით მესამე ადგილზე სომხეთის მოქალაქეები (182.5 ათასი) არიან. ეს მონაცემი დაახლოებით, 4.5 ჯერ მეტია აზერბაიჯანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობაზე.

 

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრები აზერბაიჯანს ამ დრომდე არ აქვს გახსნილი.

 

რაც შეეხება პირველ და მეორე ადგილებს, ოფიციალური ცნობითვე, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის ფედერაციის (256.8 ათასი) და თურქეთის (216.4 ათასი) მოქალაქეების მიერ განხორციელდა.

 

ამასთან, ყველა ამ ქვეყნიდან, მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში შარშანდელი წლის იმავე პერიოდთან შედარებით რამდენჯერმეა გაზრდილი.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები