მსოფლიო

სომხეთის მიერ ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის დაკავება ნდობის აღდგენის პროცესზე დარტყმაა - ჯეიჰუნ ბაირამოვი

05.06.23 15:00


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, სომხეთის მიერ ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის დაკავება მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პროცესზე კიდევ ერთი დარტყმაა. 

 

მინისტრის თქმით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანელი ჯარისკაცების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

 

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სომხურ მხარესთან ორმხრივი შეხვედრის დროს საერთაშორისო შუამავლებთან ერთად, ჩვენ ამ საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება ეს ინციდენტი ადრე მიღწეული შეთანხმების სრულ დარღვევად არის მიჩნეული და ამ მიმართულებით სომხეთზე ზემოქმედების აუცილებლობის საკითხი დგას“, - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები