საზოგადოება

ბერის სამყოფელი თბილისში სკანდალის მიზეზი გახდა

21.06.17 17:25


გასულ საღამოს ათეულობით პოლიციელი დაახლოებით 8 საათის განმავლობაში ცდილობდა დაეწყნარებინა აღელვებული მოქალაქეების გუნდი გამრეკელის ქუჩაზე თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში, იტყობინება ტელეკომპანია Rustavi2.

შეკრებილები აღშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს ასახლებდნენ ნაქირავები ბინიდან. როგორც ბერის ადვოკატი ინგა ბოლოთაური აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ძვირადღირებული რემონტი გააკეთა ბინაში იმ პირობით, რომ იქ ერთი წელი უფასოდ იცხოვრებდა, თუმცა ბინის მეპატრონეებმა რემონტის დასრულებისთანავე მისი გამოსახლება გადაწყვიტეს. „მამაოს უნდა გაერემონტებინა მთელი მესამე სართული და ერთი წელი უფასოდ ეცხოვრა იქ. ჩატარდა 15-20 ათასი ლარის სარემონტო სამუშაოები და როც საცხოვრებელი პირობები სახლში გაუმჯობესდა, მას მოსთხოვეს სახლის სასწრაფოდ დატოვება. ეს თაღლითობაა და მე სარჩელს შევიტან ამ ფაქტთან დაკავშირებით“, — განუცხადა ჟურნალისტებს ბოლოთაურმა.

ღამის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა — ხალხი ცდილობდა ძალით შეჭრილიყო სახლში, და მათ პოლიცია უწევდა წინააღმდეგობას. რამდენიმე ადამიანი სახლის სახურავზე ავიდა და იქიდან გადმოხტომით იმუქრებოდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც სახლის მეპატრონეები დათანხმდნენ ბერის სახლში შეშვებას. მოლაპარაკებები რამდენიმე საათი გრძელდებოდა შს სამინისტროს, პარლამენტის და საკრებულოს წევრების მონაწილეობით. სახლის მეპატრონეები ამტკიცებენ, რომ ბერი აგრესიული ქმედებებისა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო გააგდეს და მის შეშვებას მხოლოდ სიტუაციის განმუხტვის მიზნით დათანხმდნენ. „მამა ნიკოლოზისგან განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოთხოვნა, რომ მთელი სახლი დაგვეთმო მისთვის. ჩვენ გავითვალისწინეთ ის სიტუაცია, რაც ამ სახლის გარშემო ხდება და ისევ და ისევ სახელმწიფო სტრუქტურების დახმარების იმედით, რომ მომავალში მაინც მოგვარდება სამართლებრივ-კანონიერი გზებით", —უთხრა ჟურნალისტებს სახლის მეპატრონემ კახა ხელაძემ. არეულობის შედეგად არავინ დაშავებულა და არც პოლიციას დაუკავებია ვინმე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები