საზოგადოება

ელდარ შენგელაიას ფილმი „სავარძელი“ მოსკოვის კინოფესტივალის პროგრამაში შევიდა

21.06.17 18:50


კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი „სავარძელი“ მოსკოვის 39-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში შევიდა, რომელიც 22 ივნისს დაიწყება და 29 ივნისის ჩათვლით გასტანს.

ქართული ფილმი არასაკონკურსო პროგრამა „ოსტატებში“ იქნება ნაჩვენები“ 28 ივნისს კინოთეატრ „ოქტომბერში“.

„სავარძელი“ — ეს აბსურდული სატირული ტრაგიკომედიაა. ფილმის გმირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების მინისტრი გიორგი მჭედლიშვილია, რომელიც არჩევნებში დამარცხების შემდეგ ყველაფერს კარგავს: სამსახურს, ავტომობილს და რაც მთავარია, ძალაუფლებას. გაცოცხლებული სავარძელი კი ცდილობს, როგორმე მოქმედებისკენ უბიძგოს ყოფილ მინისტრს, მაგრამ ამაოდ.

მთავარ გმირს ფილმში მსახიობი ნიკა თავაძე თამაშობს. სცენარის ავტორები თავად ელდარ შენგელაია და გიორგი ცხვედიანი არიან, ოპერატორი — გორკა გომეს ანდრესი, მხატვარი გოგო მიქელაძე, კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი.

მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მთავარი პრიზისთვის 13 სურათი იბრძოლებს, რომლებიც იაპონელმა, თურქმა, არგენტინელმა, ესპანელმა, ფინელმა, გერმანელმა, ავსტრიელმა, დანიელმა, ბანგლადეშელმა, ინდოელმა, კორეელმა და რუსმა რეჟისორებმა უნდა წარადგინონ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები