საზოგადოება

აქცია გარდაბანში - სატვირთო მანქანების მოძრაობით შეწუხებულმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა

21.06.17 19:35


გარდაბანში, 9 აპრილის ქუჩაზე აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების მოძრაობის აკრძალვას ითხოვენ. მათი თქმით, უკვე რამდენიმე წელია რაც აღნიშნულ მომაკვეთზე მაღალი გამავლობის მანქენები უწყვეტად დადიან, შექმნილი ხმაურისა და მტვრის გამო კი ცხოვრება დღითი-დღე გაუსაძლისი ხდება.

ცოტა ხნის წინ, აქციაზე გარდაბნის გამგებლი მივიდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სატვირთო ავტომობილები მოძრაობის სხვა შემოვლით მარშრუტზე გადატანას დაპირდა.

როგორც გოჩა ჯამარაულმა აღნიშნა, 9 აპრილის ქუჩაზე მოძრავი სატვირთო მანქანები კერძო კომპანიის საკუთრებაა, რომელიც სამუშაოებს ჯანდარაში ახორციელებს, თუმცა მოლაპარაკების შედეგად კომპანია მოსახლეობის მოთხოვნას გაითვალისწინებს და მაღალი გამავლობის მანქანები ობიექტამდე სოფელ ნაგების გავლით ივლიან.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები