საზოგადოება
21.06.17 20:05
#გააზიარეწარმატება – ამ სლოგანით მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, “თიბისი ბანკისა” და ჯეოსელის ორგანიზებით წელს უკვე მეორედ იმართება. ამ თემაზე პრესკონფერენცია “თიბისი ბანკის” სათავო ოფისში გაიმართა.
ბიზნესდაჯილდოების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესების შექმნას და მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. დაჯილდოების მთავარი სლოგანი – #გააზიარეწარმატება კვლავ ძალაშია, ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელების და მედიის მეშვეობით მთელ საქართველოს გაუზიარონ.
წელს, განსაკუთრებული აქცენტი ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაკეთდება, რადგან თანამედროვე სამყაროში წარმატებული ბიზნესი, ფინანსურ შედეგებთან ერთად, საზოგადოებისთვის სასარგებლო და საინტერესო საქმის კეთებას ნიშნავს. შესაბამისად, პროექტები, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი CSR-ის ფარგლებში განახორციელეს, საინტერესო ფორმით წარმოჩინდება და მიეწოდება საზოგადოებას.
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგ ნომინაციებში:
• წლის ინოვაციური ბიზნესი;
• წლის ტურისტული ბიზნესი;
• წლის აგრობიზნესი;
• წლის ქართული პროდუქტი;
• წლის მცირე ბიზნესი;
• წლის ბიზნესი;
• წლის სტარტაპერი.
ასევე, წელს, “ჯეოსელის” პატრონაჟით, ინოვაციურ ბიზნესნომინაციასთან ერთად, განსაკუთრებული კომუნიკაცია გაკეთდება მთელ საქართველოში არსებულ სოციალურ საწარმოებზე.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე www.businessaward.ge. სიახლეა რეგისტრაციისას – სურვილის შემთხვევაში, მონაწილე კომპანიებს შეუძლიათ ინფორმაცია წარმოადგინონ თავიანთი კორპორატიული, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ.
გამარჯვებულების გამოვლენაზე ჟიური იზრუნებს, რომელიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტდება. ჟიურის ვინაობა დაჯილდოების ბოლომდე კონფიდენციალური დარჩება. ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებლად შეაფასებს მონაწილე კომპანიას და მას ქულას დაუწერს. შეფასებისას, განსაკუთრებული აქცენტი შემდეგ კრიტერიუმებზე გაკეთდება:
• საზოგადოებისთვის გარკვეული მატერიალური ან არამატერიალური სარგებლის მოტანის პოტენციალი;
• ინოვაციური პროდუქტების/მომსახურების განვითარება;
• დადებითი გავლენა ბიზნესსა და სოციალურ გარემოზე;
• ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
• ინიციატივა, რომელიც ამაღლებს სამეწარმეო სულისკვეთებას;
• ახალი ტენდენციების დანერგვა საზოგადოებაში.
ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური დაასახელებს, გამონაკლისია ნომინაცია „წლის სტარტაპერი”, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.
დაჯილდოებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ბიზნესსაქმიანობას ეწევა. საწარმო 2016 წლამდე უნდა იყოს რეგისტრირებული, ხოლო ნომინაციაში „წლის სტარტაპერი” მონაწილეობისთვის, კომპანია არ უნდა იყოს დარეგისტრირებული 2015 წლამდე. ასევე, ნომინაციებში „წლის სტარტაპერი” და „წლის მცირე ბიზნესი” კომპანიის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. აღნიშნული წესები არ ვრცელდება ნომინაციაზე „წლის ინოვაციური ბიზნესი”.
ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა შეზღუდულია ისეთი საწარმოებისთვის, რომელთა საქმიანობა ეხება საბანკო-საფინანსო სფეროს, საკონსულტაციო, აუდიტორულ და სანოტარო მომსახურებას, ასევე, სათამაშო ბიზნესს (აზარტული თამაშები), თამბაქოს წარმოებას და რეალიზაციას.
პროექტის მხარდამჭერები არიან „აწარმოე საქართველოში” და EFSE („ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის”).
2016 წელს ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა 523-მმა კომპანიამ მიიღო. ჟიურის რჩეულები ნომინაციების მიხედვით დაჯილდოების დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდა. თუმცა, პროექტის კულმინაციას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი კამპანია, რომლის დროსაც “თიბისი ბანკმა” და “ჯეოსელმა” დაჯილდოების მონაწილეებისთვის სხვადასხვა პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები განახორციელეს. შედეგად, სოციალური ქსელების მეშვეობით, ბიზნესდაჯილდოების შესახებ მილიონზე მეტმა ადამიანმა შეიტყო. ჰეშთეგი #გააზიარეწარმატება 100 000-მდე ადამიანმა გამოიყენა, ხოლო მედიასაშუალებებში პროექტისა და მონაწილეების შესახებ 200-ზე მეტი სტატია და რეპორტაჟი მომზადდა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24