საზოგადოება

აზერბაიჯანის მოქალაქე საქართველოში არალეგალურად შეღწევას ცდილობდა

21.06.17 20:55


შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აზერბაიჯანის 26 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტ „წითელი ხიდის" მახლობლად, რომლის გვერდის ავლით ის საქართველოში არალეგალურად შეღწევას ცდილობდა. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე ვადით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები