საზოგადოება
27.06.17 15:35
პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებს კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატების აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა. მიღებას დაესწრო ექვსმემილიონე ტურისტი ჯასპერ ბლექი, რომლის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი „Dinner With Georgia” ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული – კანის ფესტივალის ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა.
მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცა ქართული სარეკლამო ინდუსტრიის დიდი გამარჯვება და საერთაშორისო აღიარება.
„ეს არის ქართული სარეკლამო ინდუსტრიის დიდი წარმატება. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო კომპანიაWindfor’s–ს. ვფიქრობ, თითოეული ადამიანი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამხელა წარმატებას აღწევს, არის ჩვენი ქვეყნის საპატიო ელჩი– იქნება ეს მეცნიერი, სპორტსმენი, ხელოვნების მუშაკი, თუ სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენელი.
მინდა, თითოეულ თქვენგანს ვუთხრა მადლობა, იმიტომ, რომ ეს ყველას ერთობლივი წარმატებაა. ჩვენს ქვეყანაში არის უდიდესი პოტენციალი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, უნიჭიერესი ხალხით და დიდი გულით; ტურიზმი კი, პირველ რიგში, არის გული და ხასიათი, ანუ ის, რასაც ჩამოყავს საქართველოში ამდენი ტურისტი,”–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
ჰოლანდიელმა ტურისტმა ჯასპერ ბლექმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს გაწეული მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ყოველდღიური საოფისე ცხოვრება საქართველოში მოგზაურობამ სრულიად შეცვალა.
საზეიმო მიღებაზე დამსწრეთ სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი გახარიას განმარტებით, სარეკლამო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით ხელისუფლებამ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები– მესამე წელია ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ტარდება რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი „AD Black Sea”, რომელიც წელს პროექტ „ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში გაიმართება.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24