საზოგადოება

თბილისში ხანძრის შედეგად მამაკაცი დაშავდა

27.06.17 17:20


თბილისში ხანძრის შედეგად მამაკაცი დაშავდა.

შემთხვევა დღეს, გამთენიისას, ვაჟა-ფშაველას გამზირის 37 ნომერში მოხდა.

ცეცხლი მე-7 სართულზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

მათივე თქმით, ცეცხლმა საცხოვრებელი სახლის დაახლოებით 30 კვადრატული მეტრის ფართობი გაანადგურა.

შემთხვევის შედეგად, მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა მამაკაცმა. ექიმებმა მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები