საზოგადოება

რეისმა მოსკოვიდან ბათუმში 9 საათით დააგვიანა

28.06.17 15:00


"ურალის ავიახაზებმა" მოსკოვი-ბათუმის რეისი საჰაერო ხომალდის ტექნიკური გაუმართაობის გამო 9 საათის დაგვიანებით განახორციელა, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".

თვითმფრინავმა, რომელიც მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტიდან ორშაბათს გამოფრინდა, მინერალურ წყლებში საგანგებო დაშვება განახორციელა. მგზავრები სასტუმროში მოათავსეს. მოგვიანებით ისინი ბათუმში სხვა თვითმფრინავით გამოამგზავრეს.

"როდესაც ბათუმში დავეშვით, თვითმფრინავმა მკვეთრად აკრიფა სიმაღლე გააგრძელა ფრენა მინერალური წყლების მიმართულებით. პილოტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ კურსის შეცვლის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. იგივე გვითხრეს მინერალურ წყლებშიც. უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, ჯერჯერობით არ გვაქვს", — განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა ნატალია დუბროვინამ.

როგორც "Sputnik-საქართველოს" ბათუმის აეროპორტში განუცხადეს, თვითმფრინავი 11:40 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო. მოსკოვი-ბათუმის ფრენის ხანგრძლივობაა 2:20 საათია.

"ურალის ავიახაზები" რეისს კვირაში ოთხჯერ ახორციელებს. თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 156 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. არავინ დაშავებულა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები