საზოგადოება

დანის ტრიალი შეჯიბრებებზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია

28.06.17 15:40


საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ოთხი პირის, მათ შორის, ერთი სპორტსმენის დანით დაჭრის ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

დანის ტრიალი თბილისში, კვირას, შატილის ქუჩაზე მდებარე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიმდინარე ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მოხდა.

თავიდან ორი სპორტსმენისა და მათი ორი გულშემატკივრის დაჭრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს ერთი სპორტსმენი დაზარალდა.

შსს-ში იუწყებიან, რომ ბრალდებულების დაკავება სოფ. ძირულაში მოხდა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით), რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები