საზოგადოება

პროკურატურამ შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

28.06.17 17:05


პროკურატურამ შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. როგორც შოთა პაკელიანმა განაცხადა, გამოძიება ისევ იგივე მუხლით მიმდინარეობს.

„პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ დაზარალებულად ვეცნე. გამოძიება მიმდინარეობს 333-ე მუხლით, ისევ იგივე კვალიფიკაცია აქვს, არ შეცვლილა. ველოდებით. უბრალოდ გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში დაზარალებულის სტატუსი მომანიჭეს“, - განაცხადა პაკელიანმა.

შოთა პაკელიანი კვლავ მოითხოვს, რომ დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში იღებდნენ მონაწილეობას.

„აქცენტი ორ პოლიციელზე მაქვს გაკეთებული, რადგან ისინი მახსოვს, რომ მონაწილეობას იღებდნენ. ობიექტური გამოძიების შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაისაჯონ“,- განახადა პაკელიანმა.

თავის მხრივ, პაკელიანის ადვოკატის გიორგი მახარაძის განცხადებით, გამოძიება ამ ეტაპზე ობიექტურად მიმდინარეობს, მაგრამ ტემპი ნელია.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია დღესაც იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება იფიქრებს, კონკრეტული თანამშრომლების მიმართ ბრალის წაყენების საკითხზე.

ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ მათ უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ. ჩემთვის პირადად გაურკვეველი და გაუგებარიც არის, თუ ამ დრომდე რატომ იკავებენ ისინი ისევ თავიანთ თანამდებობებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის სამართალდამცავებს ნარკოტიკის ჩადებაში, ასევე, წამებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ადანაშაულებს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები