საზოგადოება

თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ფსიქოთერაპიის ცენტრი გაიხსნა

29.06.17 20:25


თბილისში აუტიზმის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფუნქციონირება დაიწყო ფსიქოთერაპიისა და ფსიქორეაბილიტაციის ცენტრმა „კერამ".

ცენტრი განკუთვნილია იმ ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ ქცევის მძიმე დარღვევა და უჭირთ სკოლაში, ან სხვა ცენტრებში ადაპტაცია. ამ დროისთვის ცენტრს 9-დან 13 წლამდე ასაკის 12 ბენეფიციარის მიღება შეუძლია.


ცენტრი იმითაა გამორჩეული, რომ ის რაიმე კონკრეტული პროგრამით არ იმუშავებს.

ნებისმიერი შეთავაზებული აქტივობა — ფსიქოთერაპია, არტთერაპია, სპორტული თამაშობები, ჯგუფური თამაში, სწავლების პროცესი თუ სხვა, შეირჩევა ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

ცენტრში მკურნალობის მეთოდოლოგიის ძირითადი არსი ისაა, რომ ბენეფიციარები თანდათანობით დააინტერესონ გარემო სამყაროთი, გააღვიძონ მათში სხვებთან ურთიერთობების ინტერესი და სურვილი ისე, რომ მათთვის გაუგებარი წესები არ მოახვიონ თავს.

ცენტრს პროფესიულ დახმარებას გაუწევენ სპეციალისტები და პროფესორები საფრანგეთიდან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები